GE

თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის იუნკერებს საველე სწავლებები და ზაფხულის საბაზისო კურსი ჩაუტარდათ

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერებს მიმდინარე თვის განმავლობაში ჩაუტარდათ საველე სწავლებები და ზაფხულის საბაზისო კურსი.

საველე გასვლა მოიცავდა სასწავლო გეგემით განსაზღვრულ თეორიულ და პრაქტიკულ სწვლებებს სამხედრო ტოპოგრაფიაში, პირველად დახმარებაში, რადიო სადგურის მუშაობის პრინციპებსა და ინდივიდუალური დავალებების შესწავლაში.

საველე სწავლების მიზანია იუნკერთა პირადმა შემადგენლობამ აიმაღლოს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება საცეცხლე ჯგუფისა და ათეულის დონეზე, მიიღოს ცოდნა კავშირგაბმულობის საშუალებების მუშაობის პრინციპების შესწავლით, მოახდინოს პირველი დახმარების ღონისძიებების დემონსტრირება და გაეცნოს ტოპოგრაფიის საფუძვლებს, ასევე განახორციელოს ტაქტიკური მარში.

ზაფხულის საბაზისო კურსზე იუნკერები იმყოფებოდნენ პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. მათ პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ სამთო რელიეფზე გადაადგილებაში, კლდეზე ცოცვის ტექნიკაში, მდინარის გადალახვაში, კლდიან რელიეფზე მოწყობილ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში, კლდიდან დაშვებასა და სამთო მარშში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური