GE

თავსატეხები, რომლებსაც ბავშვები უფროსებზე სწრაფად ხსნიან

რთული წარმოსადგენია, რომ 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ამოცანებს უფროსი ვერ ამოხსნის. გთავაზობთ 4 მარტივ საბავშვო ამოცანას, რომელთაც ყველა უფროსი ვერ გაუმკლავდება. შეაფასეთ თქვენი ძალები.

ამოცანა №1 ნათურები და ჩამრთველები

არის 2 ერთმანეთისგან იზოლირებული ოთახი. ერთში 3 ნათურა არის განთავსებული, მეორეში კი 3 ჩამრთველი. თქვენ ჩამრთველებიან ოთახში დგახართ და ნათურებიან ოთახში გადასვლა მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ.

საჭიროა იმის განსაზღვრა, თუ რომელ ნათურას რომელი ჩამრთველი შეესაბამება.

ამოცანა №2 არასწორი ჯამი

5+5+5+5=555

სწორი ტოლობის მისაღებად 1 ჯოხის დამატება არის საჭირო. (ტოლობის ნიშნის გადახაზვა აკრძალულია)

ამოცანა №3 ქათმები და კვერცხები

3 ქათამი სამ დღეში 3 კვერცხს დებს. რამდენ კვერცხს დადებს 12 ქათამი 12 დღეში?

ამოცანა №4 ბანანები და საათი

 

ახლა კი პასუხები:

ამოცანა №1 პასუხი:

საჭიროა პირველი ჩამრთველის რამოდენიმე წუთით ჩართვა და გამორთვა. შემდეგ მეორე ჩამრთველის ჩართვა და ოთახში შესვლა. ოთახში 1 ნათურა იქნება ანთებული, რომელიც მეორე ჩამრთველთან არის დაკავშირებული. ნათურა, რომელიც პირველ ჩამრთველთან არის მიერთებული, თბილი იქნება. შესაბამისაც დარჩენილი ნათურა მესამე ჩამრთველს შეესაბამება.

ამოცანა №2 პასუხი:

ამ შემთხვევაში საჭიროა ერთ-ერთი მიმატების ნიშნის 4-იანად გადაკეთება. ამგვარად მივიღებთ: 545+5+5=555, ან 5+545+5=555, ან 5+5+545=555

ამოცანა №3 პასუხი:

48 კვერცხს. თითო ქათამი 3 დღეში 1 კვერცხს დებს. 12 დღეში 1 ქათამი 4 კვერცხს დადებს, ხოლო 12 ქათამი 48 კვერცხს.

ამოცანა №4 პასუხი:

პირველი რიგი: 15+15+15=45

მეორე რიგი: 4+4+15=23

მესამე რიგი: 4+4+3=10

მეოთხე რიგი: 2+3+3*11=38

სწორი პასუხია 38.

ამავე თემაზე:

 

ცადეთ ამოცანის ამოხსნა, რომელსაც კომპიუტერიც კი ვერ გაუმკლავდა

როგორ ავუხსნათ ბავშვს მათემატიკა ლეგოს მეშვეობით

როგორ შევაყვაროთ მათემატიკა მოსწავლეებს? – რჩევები მასწავლებლებს მათემატიკის ტრენერისგან

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური