ცადეთ ამოცანის ამოხსნა, რომელსაც კომპიუტერიც კი ვერ გაუმკლავდა
ჩვენ ღრმად გვჯერა და გვწამს, რომ ადამიანები მანქანებზე ჭკვიანები ყოველთვის იქნებიან. მოდით ეს ერთად დავამტკიცოთ!
კომპიუტერულ კურსებზე ხანდახან მოყავთ ამოცანა, რომლის ამოხსნაც ადამიანს შეუძლია, თუმცა მას ჯერ-ჯერობით ვერც ერთი მანქანა ვერ გაუმკლავდა. აი ისიც:
რამდენი წლის არის 3 და, თუ:
- მათი ასაკების გადამრავლებით 36 მიიღება
- მათი ასაკების შეკრება 13-ს გვაძლევს
- უფროსი და არის ქერა
უკვე მიხვდით? კარგად დაფიქრდით არ იჩქაროთ პასუხის ნახვა.
პასუხი:
თუ დების ასაკების გადამრავლებით 36 მიიღება, მაშინ ეს არის შემდეგი 8 კომბინაციიდან ერთ-ერთი:
36 = 2 × 3 × 6, მათი შეკრება გვაძლევს 11-ს.
36 = 2 × 2 × 9, მათი შეკრება გვაძლევს 13-ს.
36 = 4 × 9 × 1, მათი შეკრება გვაძლევს 14-ს.
36 = 4 × 3 × 3, მათი შეკრება გვაძლევს 10-ს.
36 =18 × 2 × 1, მათი შეკრება გვაძლევს 21-ს.
36 =12 × 3 × 1, მათი შეკრება გვაძლევს 16-ს .
36 = 6 × 6 × 1, მათი შეკრება გვაძლევს 13-ს.
36 = 36 × 1 × 1, მათი შეკრება გვაძლევს 38-ს.
რჩება პასუხის 2 ვარიანტი: 2+2+9=13 და 6+6+1=13. შენიშვნა: ,,უფროსი და არის ქერა“, იმის გაგების შესაძლებლობას გვაძლევს, რომ არის უფროსი და, რომელსაც არ ყავს ტყუპი. ასე რომ ჩვენ მხოლოდ პირველი ფორმულა გამოგვადგება. ამოხსნა: უფროსი და არის 9 წლის, დანარჩენი კი 2 წლის ტყუპები.
მსგავსი მასალები:
როგორ ავუხსნათ ბავშვს მათემატიკა ლეგოს მეშვეობით
როგორ შევაყვაროთ მათემატიკა მოსწავლეებს? – რჩევები მასწავლებლებს მათემატიკის ტრენერისგან
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: adme.ru
-
14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)
by სამკითხველო
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს
-
პროფესიის არჩევა – 10 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
by სამკითხველო
