გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის კვირეული გაიმართა
დედაენის კვირეული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება.
16 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
პროფესორმა ვიანორ ახალაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ჩვენი ეროვნული ღირსება“. მომხსენებელმა ისაუბრა ქართული ენის, როგორც ჩვენი იდენტობისა და ღირსების მთავარი საყრდენის მნიშვნელობაზე.
ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
ასევე, აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგა ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, თემაზე: „ბრძოლა მშობლიური ენის უფლებებისთვის: 1978 წლის აპრილი“.
ლექციის მსვლელობისას მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა 1978 წლის ისტორიული მოვლენები, ისაუბრა იმ პოლიტიკურ კონტექსტსა და სამოქალაქო თავდადებაზე, რამაც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. პროფესორმა ხაზი გაუსვა ამ თარიღის მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების საქმეში.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
17 აპრილს კი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში,
პროფესორმა თამილა გოგოლაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ენა და ლიტერატურა“.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ქართული ენის, როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის უმთავრესი საყრდენისა და კულტურული მემკვიდრეობის განმსაზღვრელი ფაქტორის შესახებ. ლექციაზე ხაზი გაესვა ენისა და ლიტერატურის განუყოფელ კავშირს, ქართული სიტყვის ძალასა და იმ ისტორიულ გზას, რომელიც ჩვენმა დამწერლობამ დღემდე გამოიარა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი