GE

თბილისს ფრანგი მწერალი ფილიპ ბესონი ეწვევა

საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე თბილისს ფრანგი მწერალი ფილიპ ბესონი ეწვევა. ფრნაგული ინსტიტუტის ინფორმაციით, ბესონი 16 რომანის, რამდენიმე კინოსცენარის ავტორი და ორი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია.

ფილიპ ბესონი ლიტერატურული ფესტივალის პირველ დღეს, 18 მაისს წარდგება ქართველი საზოგადოების წინაშე. 18:30 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება მისი რომანის „იქიდან ზღვა მოჩანს“ პრეზენტაცია. წიგნი დალი იაშვილმა თარგმნა და გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა.

ფილიპ ბესონის მონაწილეობა თბილისის ლიტერატურულ ფესტივალში შესაძლებელი გახდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური