GE

თბილისში 55 საბავშვო ბაღი კორონავირუსის მიზეზით დროებით დაიხურა – ბაღების სია

თბილისის მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ამ დროისთვის 55 საბავშვო ბაღია დახურული.

კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა როგორც აღსაზრდელებში, ისე აღმზრდელებში.

ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 32 ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით აღსაზრდელები დაინფიცირდნენ, ხოლო 23 ბაგა-ბაღის შემთხვევაში, ვირუსი აღმზრდელ-მასწავლებლებს ან თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ბაღების მართვის სააგენტოში დღეს განუცხადეს, ბაღები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე 12 დღის ვადით იხურება და სააღმზრდელო პროცესს ყველა მათგანი ამ ვადის ამოწურვის შემდეგ განაახლებს.

186 ბაღიდან დახურული ბაღების სია ასე გამოიყურება:

მე-8; მე-10; მე-12; მე-15;
29-ე; 38-ე; 39-ე; მე-40;
44-ე; 45-ე სამგორი;
45-ე ნაძალადევი; 53-ე;
57-ე; 59-ე მე-60; 63-ე;
65-ე; 66-ე; 72-ე; 74-ე;
75-ე; 83-ე; 84-ე; 86-ე;
92-ე; 93-ე; 95-ე; მე-100;
101-ე; 102-ე; 103-ე; 104-ე;
107-ე; 109-ე; 112-ე; 116-ე;
117-ე; 121-ე; 135-ე; 136-ე;
143; 145-ე; 156-ე; 160-ე;
166-ე; 169-ე, 173-ე; 186-ე;
191-ე; 208-ე; 210-ე; 212-ე;
216-ე; ხუთკუნჭულა 1-2;
იმედი საბურთალო.

ასევე იხილეთ:

UNICEF: კოვიდ-19-ის გავლენა ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე „აისბერგის წვერია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური