თელავის სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირების ფაქტს განათლების მინისტრი გამოეხმაურა
EDU.ARIS.GE– ის მიერ გუშინ, 15 თებერვალს, გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თელავის ნომერ მე-4 საჯარო სკოლაში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაწყებულ დავასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, გამოეხმაურა.
,,მიმდინარეობს მოკვლევა აღნიშნულ თემაზე. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არსებობს, მოდის ხოლმე ინფორმაციები. ჩვენ თუ გვსურს, რომ მოსწავლეს უყვარდეს სკოლა, ის უნდა იყოს მისაღები მათთვის”,- აღნიშნა ჯეჯელავამ.
EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სკოლაში, სადაც 827 მოსწავლე სწავლობს, მე–7 კლასელი გოგონა ბიოლოგიის პედაგოგს „ამოჩემებული“ ჰყავს და საგაკვეთილო პროცესში მის განუწყვეტელ დისკრედიტაციას ახორციელებს.
როგორც სხვა მოსწავლეთა მშობლები პირად საუბრებში გვიყვებიან (მათ საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურთ), დავა მას შემდეგ გადაიზარდა სერიოზულ დაპირისპირებაში, რაც მოსწავლემ მასწავლებელს ნიშანი გაუპროტესტა. აღნიშნული ფაქტის გასაჯაროების შემდეგ სხვა მშობლებმაც გამოთქვეს პრეტენზიები მასწავლებლის მიმართ.
მიღებული ინფორმაციით, მოსწავლის „ამოჩემება“ და მასზე ბულინგის განხორციელებას კონკრეტული მიზეზიც აქვს, რაც პედაგოგისა და მოსწავლის ოჯახებს შორის არსებულ პირად დაპირისპირებაში გამოიხატება. გოგონას ოჯახი და მასწავლებელი მეზობლები არიან და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა.
„მასწავლებლის შიშით გაკვეთილზე აღარ შედის“ – რა ხდება თელავის ერთ–ერთ სკოლაში
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
2027 წლიდან საქართველოში, შესაძლოა, ციფრული დიპლომებისა და ატესტატების ანალოგების გაცემა დაიწყოს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორია მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების უახლესი მონაცემები და სქემაში განაწილება – 2026 წლის 9 თვის მაჩვენებლები
by ARIS.GE-განათლება
-
სტუდენტთა ნაწილისთვის სწავლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება – ვის ეხება
by ARIS.GE-განათლება