განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კონცეფცია პარლამენტისგან – რა ჩაიწერება ახალ დოკუმენტში
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
მუშაობს განათლების და მეცნიერების ერთიან კონცეფციაზე.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში აცხადებენ, კონცეფციაში წარმოდგენილი იქნება სახელმძღვანელო პრინციპები, რომლის გამოყენებაც
სფეროს მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებისა და პოლიტიკის გატარების პროცესში,
უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ ინკლუზიას.
“კონცეფცია იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხედვა განათლებისა და
მეცნიერების დარგის განვითარების შესახებ და მოიცავს იმ ზოგად ღირებულებებს, დამოკიდებულებებს, უნარებსა და ცოდნას, რომელიც განათლების თითოეულმა საფეხურმა უნდა განუვითაროს აღსაზრდელებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს. მასში ასევე წარმოდგენილია განსაზღვრული მიზნების მიღწევის გზები და მოსალოდნელი შედეგები”, – განმარტავენ განათლების კომიტეტში.
კონცეფციის შემუშავება მიმდინარეობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით, ამჟამად შექმნილია სამუშაო ჯგუფი, განსაზღვრულია შემუშავების განრიგი, ხოლო დოკუმენტზე მუშაობის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2025 წელი.
ასევე იხილეთ:
ცნობილია 2 მთავარი მიმართულება, რომელზეც პარლამენტის განათლების კომიტეტი 2025 წელს იმუშავებს
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო შრომის ბაზრის ანალიზის დოკუმენტს აქვეყნებს
by ARIS.GE-განათლება