CIU-ს სტუდენტები შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დასაქმდნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის სასწავლო-პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, კარიერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დაიწყეს.
ნათია ჯავახიშვილი შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს დაქტილოსკოპიური განყოფილების მთავარი ექსპერტი გახდა, ნიკოლოზ ოთანაძე კი შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოში ექსპერტ-კრიმინალისტის პოზიციაზე დაინიშნა.
ახალგაზრდებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სამართლის ფაკულტეტის მოქმედ სტუდენტებს, რომლებიც კრიმინალისტიკის პრაქტიკულ კურსს ახლა გადიან.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2023 წელს სამართლის ფაკულტეტზე კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაარსდა. მას შემდეგ, სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაიარონ კრიმინალისტიკის სასწავლო-პრაქტიკული კურსი, რომელსაც შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსი, ირაკლი ვერულაშვილი და ამავე სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსი, თენგიზ სისაური უძღვებიან. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები გადიან სტაჟირებას და შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მედიცინის აკადემია აბიტურიენტებისთვის“ – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სტუდენტური სტარტაპი „ჩაკო“ „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ პროექტის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი