რა შემთხვევაში დაადასტურებს მასწავლებლობის მსურველი გამოცდის ჩაბარებით მასწავლებლობის კომპეტენციას – განმარტება
„ვარ მასწავლებლობის მსურველი და მინდა ჩავაბარო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რამდენად არის შესაძლებელი დავადასტურო გამოცდის ჩაბარებით მასწავლებლის კომპეტენცია?“ – აღნიშნული საკითხით 2025 წლის მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის მსურველი პირები ინტერესდებიან.
თემაზე ამომწურავი განმარტება EDU.ARIS.GE-ს “სკოლის დირექტორების პლატფორმამ” 12 მარტს გაუზიარა, რომელსაც უცხვლელად გთავაზობთ:
მაშ ასე, რა შემთხვევაში დაადასტურებს მასწავლებლობის მსურველი გამოცდის ჩაბარებით მასწავლებლობის კომპეტენციას:
თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, თქვენი საგამოცდო შედეგი სამწუხაროდ ვერ იქნება გამოყენებული მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.
მოთხოვნები:
ა) პირს უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეთ განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით)
გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;
დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით;
ვ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი