„ევროპის უნივერსიტეტი“ სტუდენტურ კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები“ უმასპინძლებს
2025 წლის 14 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტი“ უმასპინძლებს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები“.
თუ ხართ განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, ან მასწავლებლის მომზადების პროგრამის მსმენელი და გაინტერესებთ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე დისკუსია, გიწვევთ, კონფერენციის მომხსენებლად.
მოხსენების თემატიკა შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ხელოვნური ინტელექტი კვლევებში
ეთიკის საკითხები და სხვა
განსაკუთრებით საინტერესოდ ჩაითვლება მოხსენებაში საერთაშორისო პრაქტიკის წარმოჩენა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოხსენების მოკლე აბსტრაქტი (1-1,5 გვერდი) ქართულ ენაზე მიმდინარე წლის 24 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@eu.edu.ge
მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ „სტუდენტური კონფერენცია“.
აბსტრაქტების შერჩევა მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, შერჩეული აბსტრაქტების ავტორებს, კონფერენციაზე მონაწილეობის შესახებ ეცნობებათ 31 მარტის ჩათვლით.
შენიშვნა: მოხსენების აბსტრაქტი ექვემდებარება შესაბამისი პროგრამით (Turnitin) შემოწმებას და პლაგიატის დადგენის შემთხვევაში არ განიხილება.
სტუდენტურ კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
კონფერენცია ჩატარდება ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში.
მისამართი: დავით გურამიშვილის გამზირი N76.
თარიღი: 14 აპრილი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@eu.edu.ge
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი “ევროპის უნივერსიტეტს” სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ესეების კონკურსის – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი