კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა. ასევე, აუდიტორიას სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა გიორგი ფარეშიშვილმა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ, ღონისძიების მოდერატორი კი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი, მარინე უგულავა გახლდათ.
დოკუმენტი მოიცავს მხარეთა თანამშრომლობას ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და სხვადასხვა აკადემიური აქტივობის მიმართულებით.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შემდეგ სკოლებთან გაფორმდა: ქ. თბილისის 159-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 207-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 211-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 212-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 216-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 218-ე საჯარო სკოლა; ქ. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა; ქ. გარდაბნის 1-ლი საჯარო სკოლა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი სამგორის საჯარო სკოლა; ქ. გორის მე-2 საჯარო სკოლა; ქ. ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლა; ქ. ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლა; შპს „ღონე ქვეყნისა“; ქ. სამტრედიის 1-ლი საჯარო სკოლა; შპს „ცოდნა“; ქ. ხონის მე-2 საჯარო სკოლა; სპს ხონის სკოლა-გიმნაზია; ააიპ ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი.
დღის მეორე ნახევარში დირექტორებისთვის გაიმართა ლექცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა განათლების სისტემაში“, რომელსაც CIU-ს კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, „ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის“ დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია. ლექციამ ინტერაქტიული ფორმატით ჩაიარა, სადაც სპიკერმა ძირითადი მოხსენების შემდეგ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საჯარო თუ კერძო სკოლებთან, უნივერსიტეტში კი ხშირად იმართება სხვადასხვა სახის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი, ასევე, ხშირია გასვლითი აქტივობებიც.
მიმდინარე წლის 24 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის სხვადასხვა პროფესიული აკადემიების გამართვას გეგმავს. პროექტში, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, აბიტურიენტები უკეთ გაიცნობენ აქტუალურ პროფესიებსა და შეხვდებიან დარგის პრაქტიკოს სპეციალისტებს/ექსპერტებს.
-
CIU-ს „ბიზნეს ინკუბატორში“ საგაზაფხულო მიღება გამოცხადდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი