ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიენიჭა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიენიჭა. გადაწყვეტილება დღეს, მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართული ავტორიზაციის საბჭომ მიიღო.
“ილიაუნის მიენიჭა სრული ავტორიზაცია 6 წლის ვადით უპირობოდ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ილიაუნის კანცლერმა, ქეთევან დარახველიძემ.
დეტალების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას EDU.ARIS.GE უნივერსიტეტისგან ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, საბჭოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.
ცნობისთვის, განათლების სამინისტროს სსიპ-ის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს პირველი გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 6 წლის ვადით, ოღონდ ერთი წლის შემდეგ მონიტორინგის ფარგლებში ანგარიშის წარმოდგენის პირობით მიენიჭა, რასაც უნივერსიტეტი იმთავითვე უსამართლოს და დისკრიმინაციულს უწოდებდა, რის შემდეგაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს მიმართა. 30 დეკემბერს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ამავე თემაზე:
ილიაუნის რექტორი: „გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე