GE

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) დაითვალა სკოლის შემდგომი განათლების მქონე (იგულისხმება ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულება უნივერსტეტი, კოლეჯი, თუ ინსტიტუტი) მოსახლეთა რაოდენობა ამ ორგანიზაციის წევრ 34 ქვეყანაში, შედეგად გამოვლინდა 10 ყველაზე “განათლებული” ქვეყანა. OECD-ის თანახმად,აღნიშნული ქვეყნები სხვებთან შედარებით მეტ თანხას ხარჯავენ განათლებაზე. ეკონომიკური რეცესიის პერიოდში (2008- 2010 წლები) უმუშევრობის დონე განვითარებულ ქვეყნებში საშუალო სკოლის ატესტატის არმქონეთა შორის გაიზარდა 8.8 – 12.5 % მდე, ატესტატის მქონეთა შორის 4.9 – 7.6 %, ხოლო კოლეჯის დამთავრებულა შორის 3,3 – 4,7% ყველაზე „განათლებულ“ ქვეყნებში უმუშევრობს დონე მერყეობს 2,8 % დან (ავსტრალია) 5.4 % მდე (კანადა). ნახეთ 10 ყველაზე „განათლებული“ ქვეყანა

1. კანადა
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 51%-ს, მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება 2.4 %- ით. კანადა განათლებაზე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 6.1 %-ს

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

2. ისრაელი
სკოლის შემდგომი განათლება მიღებული აქვს მოსახლეობის 46%-ს. ისრაელი განათლებაზე ხარჯავს მშპ-ს 7.2 %- ს. 2012 წლიდან სკოლამდელი განათლება გახდა უფასო.

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

3.იაპონია
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 45%-ს,მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 2,9 %-ით. იაპონია განათლებაზე ხარჯავს მშპ-ს 5,2% -ს. ეს ქვეყანა გამოირჩევა იმით,რომ მოსახლეობის 96% აქვს საშუალო სკოლის ატესტატი, რითაც მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

4. აშშ
აშშ-ში სკოლის შემდგომი განათლება მიღებული აქვს მოსახლეობის 42%-ს,მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 1.3 %-ით. აშშ განათლებაზე ხარჯავს მშპ-ს 7.3%. ამერიკა ყველა ქვეყანაზე მეტ ფულს ხარჯავს განათლებაზე.

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

5.ახალი ზელადნია
სკოლის შემდგომი განათლების მქონეა მოსახლეობის 41%-ს, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 3.5 % -ით.

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

6. სამხრეთ კორეა
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 40%-ს, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება საშუალოდ 5.2 %- ით. განათლებაზე ხარჯავს მშპ-ს 8%-ს.

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

7 დიდი ბრიტანეთი
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 38%-ს, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 4.0 % -ით.

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

8.ფინეთი
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 38%-ს, მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 1.8 %-ით. ფინეთი განათლებაზე ხარჯავს მშპ-ს 6.4% -ს. ამ ქვეყანას წინა წლებში აღნიშულ სიაში მეოთხე ადგილი ეკავა.

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

9 ავსტრალია
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 38%-ს, ყოველწლიურად იზრდება 3.2 % -ით.

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

10 ირლანდია
სკოლის შემდგომი განათლება აქვს მოსახლეობის 37% -ს,მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება 7.3 % ით.

ტოპ 10 ქვეყანა განათლების დონით

წყარო: www.edu-active.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური