GE

ტოპ 5 საბაზისო წიგნი თვითგანვითარებისთვის

დღეს წიგნების მაღაზიებში თვითგანვითარების თემაზე უამრავ წიგნს იპოვით. ასობით წიგნის წაკითხვის შემდეგ რამდენიმე მიმართულების გამოყოფაა შესაძლებელი: ბიზნესი, ბიოგრაფია, ფსიქოლოგია და სხვა. მაგრამ იმ წიგნების უმრავლესობა, რომელთაც რამდენიმეჯერ ვუბრუნდებით სწორედ თვითგანვითარების თემას ეხება. თუ მსგავსი წიგნები არასოდეს წაგიკითხავთ, გირჩევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან დაიწყოთ. იმედია მათი წყალობით თქვენ ბევრ ახალ ამოცანასა და პროექტს წამოიწყებთ:

5.„შეცვალე შენი ცნობიერება-შეიცვლება შენი ცხოვრება“ – ბრაინ ტრეისი

ამ წიგნში ცხოვრების ყველა ასპექტია განხილული. აქედან გამომდინარე ავტორი გვიხსნის, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ცნობიერება.

4.,,ჩემი მილიონერი მეზობელი“ – ტომას სტეინლი

მოცემულ წიგნში თვითგანვითარების საუკეთესო ხერხებია მოცემული. ადამიანების უმრავლესობა სხვებისთვის ცხოვრობს. ისინი ინტერნეტსივრცეში თავიანთ მხიარულ ფოტოებს მხოლოდ სხვების დასანახავად ათავსებენ. ასევე თავიანთი შემოსავლის შეუფერებელ ავტომობილებს ყიდულობენ.

იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავისთვის იცხოვროს და ყოველი დღით დატკბეს, ფულია საჭირო. ასევე აუცილებელია ცხოვრების სწორი სტილისა და დამოკიდებულების არჩევა. ამ წიგნში სწორედ ეს ასპექტებია განხილული. თქვენ ისწავლით დროის, ფულისა და ენერგიის სწორად ხარჯვას.

3.„მოგებულების კანონები“ – ბოდო შეფერი

აღნიშნული წიგნი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ასევე გარე სამყაროს რეალურად დაგანახებთ. ამ კანონების წაკითხვის ან მოსმენის შემდეგ თქვენ მოზღვავებულ ენერგიას იგრძნობთ. ხოლო თუ მათ რეგულარულად დაუბრუნდებით, ეს მოტივაცია მთელი წლის მანძილზეც კი გაგყვებათ.

დროს უაზროდ ნუღარ დახარჯავთ. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. დროა დაიწყოთ მოძრაობა და საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობა.

2.“თოლია სახელად ჯონათან ლინგვისტონი“ – რიჩარდ ბახი

მერწმუნეთ, ეს სწორედ ის წიგნია, რომელიც თქვენში მოტივაციასა და თვითგანვითარების სურვილს აღძრავს. ეს არის მხატვრული ისტორია თოლიაზე, რომელიც სხვებისგან გამოჩეულია.

ყოველ დღე ჩვენ უმრავლესობის აზრსა და შეხედულებას ვაწყდებით. ამ უმრავლესობის დიდი ნაწილი უბედური ადამიანია და მათი შეხედულებებიც არასწორია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ სულ მცირე შეძლებთ ამ უმრავლესობის გამოცნობას და თქვენი ცხოვრების სწორად წარმართვას.

1.„ბერი, რომელმაც გაყიდა თავისი ფერარი“ – რობინ შარმა

ამ მხატვრულ ნაწარმოებს ჩვენ სიაში თვითგანვითარების კუთხით წამყვანი ადგილი უჭირავს. მერწმუნეთ, ბერი იმდენად ძლიერ სილას გაგაწნავთ, რომ მომენტალურად აზრზე მოგიყვანთ. მისი წაკითხვის შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ ზუსტად თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას, თანაც ყოველ დღე.

ნუღარ დაკარგავთ დროს და ამ წიგნების კითხვას შეუდექით. დაისახეთ მიზნები და გააკეთეთ ყველაფერი მათ მისაღწევად.

15 საუკეთესო წიგნი თვითგანვითარებისთვის

მოამზადა თეა ინაშვილმა

ideazhunter.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური