„თუ აბიტურიენტმა ინგლისური 17 ქულაზეც კი არ იცის, რა უნდა უმაღლეს სასწავლებელში?!“ – გამოცდების ცენტრის უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსუდან ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდის ბარიერი უნდა გაიზარდოს.
ამის შესახებ საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა დღეს, 17 თებერვალს, აბიტურიენტებთან გამართული ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში ისაუბრა, სადაც მას კითხვაც დაუსვეს იმის შესახებ, გაიზრდება თუ არა მინიმალური გადასალახი ბარიერი ინგლისური ენის გამოცდისთვის.
„ჩემი აზრით, ზღვარი საკმაოდ დაბალია, მე მომხრე ვარ ბარიერის აწევის, თუმცა ეს ჯერ არ იგეგმება. ინგლისურ ენაში, სხვა საგნებთან შედარებით, საკმაოდ მცირე, 20% – ია ზღვარი. უამრავი აბიტურიენტია ვინც ენა არ იცის, მაგრამ 17-20 ქულას მაინც იღებს, რაც არც ისე კარგი შედეგია. გამოცდაც საკმაოდ მარტივია და არ მესმის, თუ ინგლისური ენა 17 ქულაზეც კი არ იცის ბავშვმა, რა უნდა ან რისი იმედი აქვს უმაღლეს სასწავლებელში?!“, – განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.
მისივე თქმით, ბევრია ისეთი აბიტურიენტი, ვინც არ იმსახურებს, თუმცა ბარიერის გადალახვას მაინც ახერხებს და უნივერსიტეტშიც ხვდება.
შეხვედრის ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, რუსუდან ტყემალაძეს უამრავი კითხვა დაუსვეს, რომელიც ძირითადად გამოცდის ტექნიკურ მხარეებს შეეხებოდა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა თეკლა ტაბატაძემ
-
„შეუძლებელია, ეს შრომის ბაზარს ეკარნახა“ – არგუმენტები უნივერსიტეტებში პროგრამების განაწილებაზე განათლების მკვლევრისგან
by განათლებული ბლოგი
-
„საგანი დემოგრაფია უნივერსიტეტებში და სახელმძღვანელო სკოლებში“ – იდეა პარლამენტში გაჟღერდა
by ARIS.GE-განათლება
-
„დამატებით 1010 ადგილს მივიღებთ“ – რატომ ვერ ხედავს დევნილი უნივერსიტეტის რექტორი დაწესებულების „ლიკვიდაციის“ საფრთხეს
by ARIS.GE-განათლება