GE

ტვინის 9 უცნაური, მაგრამ ძალიან სასარგებლო ვარჯიში

1936 წელს ამერიკელმა მწერალმა დოროთი ბრანდმა თავის წიგნში “Wake Up and Live” (“გამოიღვიძე და იცხოვრე”) ტვინის რამდენიმე სახალისო სავარჯიშო წარმოადგინა, რომლებიც დაგეხმარებათ, გონება უფრო მახვილი და მოქნილი გახადოთ. ეს ვარჯიშები განკუთვნილია იმისათვის, რომ გამოგიყვანოთ თქვენი ჩვეული გარემოდან, გაჩვენოთ სხვა პერსპექტივა (სხვა რეალობაც კი, თუ გსურთ) და შექმნათ სიტუაციები, რომლებშიც საჭირო იქნება გამჭრიახობა და დასმული ამოცანის შემოქმედებითი გადაწყვეტა.

მაშ ასე, ქვემოთ მოყვანილია ეს 9 უცნაური, მაგრამ ძალიან სასარგებლო ვარჯიში ტვინისათვის:

1. არაფერი თქვათ დღეში 1 საათის განმავლობაში, თქვენს ჩვეულ გარემოში პასუხები გაეცით მხოლოდ პირდაპირ კითხვებს, იმოქმედეთ ისე, რომ არ შეუქმნათ სხვებს შთაბეჭდილება, თითქოს ნაწყენი ხართ, ან ცუდ ხასიათზე ხართ. იმოქმედეთ იმდენად ჩვეულებრივად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ნუ გააკეთებთ შენიშვნებს და არ წამოეგოთ თქვენგან ინფორმაციის გაგების მცდელობებს.

2. დღეში 30 წუთის განმავლობაში დაფიქრდით მხოლოდ ერთადერთ საგანზე, ნუ გადაიტანთ ყურადღებას სხვა რამეზე. შეგიძლიათ დაიწყოთ ხუთი წუთიდან.

3. დღეში 15 წუთის განმავლობაში საუბრისას არ გამოიყენოთ სიტყვები “მე, ჩემი”.

4. შეჩერდით ნებისმიერი ხალხით გადატვირთული შენობის ზღურბლზე და შეაფასეთ მისი ზომები.

5. მიეცით უფლება, რომ თქვენმა ახალმა ნაცნობმა ისაუბროს მხოლოდ საკუთარ თავზე ისე, რომ ვერ გააცნობიეროს ეს. თავაზიანი კითხვებით დააბრუნეთ იგი ორმხრივი საუბრის კალაპოტში ისე, რომ მან ვერ იგრძნოს ნეგატივი.

6. შეეცადეთ ისაუბროთ მხოლოდ საკუთარ თავზე ისე, რომ არ იტრაბახოთ, არ იწუწუნოთ და თქვენმა თანამოსაუბრემაც არ მოიწყინოს.

7. შეადგინეთ დღეში ორსაათიანი მკაცრი გეგმა და ზუსტად მისდიეთ მას.

8. დაუწესეთ საკუთარ თავს 12 შემთხვევითი დავალება, მაგალითად: გაიაროთ 20 კილომეტრი სახლიდან ყოველგვარი სპეციალური საშუალების გარეშე; 12 საათი გაძლოთ ჭამის გარეშე; ისაუზმოთ ყველაზე მოულოდნელ და შეუფერებელ ადგილას, რომელსაც მოძებნით; არაფერი თქვათ მთელი დღის განმავლობაში, გარდა კითხვებზე პასუხისა; არ დაიძინოთ ღამე და იმუშავოთ.

9. მთელი დღის განმავლობაში ყველა კითხვასა და შემოთავაზებაზე უპასუხეთ – “დიახ” (ზომიერების ფარგლებში).

ეს ვარჯიშები თქვენს ცხოვრებაში ბევრ სიახლეს შემოიტანს, მოგეცემათ საშუალება, რომ საკუთარი თავი უკეთ გაიცნოთ.

წყარო: cluber.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური