GE

უცხოეთში სწავლის უპირატესობები

თუ ათიოდე წლის წინ უცხოეთში სასწავლებლად მიემგზავრებოდნენ ერთეული ბავშვები, დღეისათვის მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. მშობლები, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს ცდილობენ საზღვარგარეთ მიაღებინონ შვილებს განათლება. ისინი ეძებენ უცხოეთში სკოლებს, პანსიონებს, კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც შედარებით მიმზიდველია თავისი სასწავლო პროგრამით და მაღლი დონით. ბევრი მშობელი ამ ყველაფრის ხარჯს იღებს დიპლომის, მაღალი დონის ცოდნის და სამომავლო კარიერული პერსპექტივის გამო.

დღეისათვის ბევრი ადგილობრივი სასწავლებელი იძენს საერთაშორის დონის სტატუსს. მაგრამ საკითხავია, ადგილობრივი სასწავლებლების კურსდამთავრებულები შეძლებენ თუ არა პრაქტიკულ შეჯიბრს იმ სტუდენტებთან, რომლებმაც განათლება ევროპაში მიიღეს? სამწუხაროდ, პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალიან დაბალი შანსია იმისა, რომ სტუდენტმა მიიღოს ევროპული განათლების შეაბამისი ცოდნა განვითარებისა და მართვის სფეროებში.

მთავარი ამოცანაა სწორად მოხდეს სასწავლო დაწესებულებისა და ქვეყნის შერჩევა, სადაც ბავშვი მიიღებს განათლებას. მაგალითად, ყველასათვის ცნობილია, რომ ინგლისური ენის დიდ ბრიტანეთში შესწავლა უმჯობესია, ხოლო შვეიცარიაში არის საუკეთესო საბანკო საქმისა და სასტუმრო ბიზნესის სკოლები. ჩეხეთში ძალიან კარგად არის განვითარებული ტურიზმი, შესაბამისად, ტურისტული მენეჯმენტის შესწავლა სწორედ აქ ღირს. რაც შეეხება ინფორმატიკას და მაღალ ტექნოლოგიებს, ამისათვის არის ფინეთი და გერმანია, როგორც მაღალგანვითარებული სახელმწიფოები. ამ ქვეყნების სასწავლო დაწესებულებების კარი ღიაა აბიტურიენტებისთვის და ისინი ეხმარებიან სწავლის მსურველებს გახდნენ ნამდვილი პროფესიონალები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ამ სფეროში. საბაზრო და სამრეწველო ეკონომიკის შესწავლა ასევე უმჯობესია დასავლურ კოლეჯებში და უნივერსიტეტებში. თუ საქმე ეხება უცხო ენების შესწავლას, ამ მხრივ ეს არჩევანი კიდევ უფრო გამართლებულია, რადგან ენების პრაქტიკა ამ საქმისთვის უბრალოდ აუცილებელია.

ხშირად, უცხოეთში ბავშვის სწავლის განხილვისას, მშობლებს აშინებთ ფინანსური საკითხი. მართალია, უცხოეთში განათლების მიღებას დამატებითი ხარჯების გაღება ესაჭიროება, მაგრამ ეს არ არის კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული (თუ რა თქმა უნდა ისეთ ელიტარულ სასწავლებლებში არ აპირებთ შვილის გაგზავნას, როგორიცაა ოქსფორდი ან ჰარვარდი). დღეისათვის არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, სადაც განათლების მიღება შესაძლებელია უფასოდ სახელმწიფო სასწავლებლებში, ან იგივე თანხაში, რაც ადგილობრივ სასწავლებლებში ჯდება. ეს კი არც თუ ისე ბევრია.

ასევე მნიშნველოვანია ის მომენტი, რომ უცხოეთში სწავლისას, სტუდენტებს მუშაობის უფლებაც ეძლევათ. თუ თქვენ ან თქვენი შვილი განათლებას უცხოურ სახელმწიფო სასწავლებელში იღებთ, მაშინ მშობლებს მხოლოდ პირველი წლის ფინანსური ხარჯები აქვთ დასაფარი. ევროპის ქვეყნებში პრობლემა არ არის ისეთი სამსახურის შოვნა, რომელსაც სწავლას შეუთავსებთ. მაგალითად, გაზეთების ან პიცის ადგილზე მიტანა, პროდუქტების დაფასოება სუპერმაკეტებში და ა.შ.

წყარო: http://ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური