უცხოურ ენებში მასწავლებლის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია – გამოცდები 2024
დღეს, 15 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2024 წლის მასწავლებლის გამოცდების შედეგები უცხოურ ენებში – ინგლისური, ფრანგული, იტალიური, გერმანული და რუსული. ასევე გამოქვეყნდა ლაპარაკის ნაწილის შეფასების სქემა, თემის შეფასების სქმა და წერილის შეფასების სქემა.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება
ასევე იხილეთ:
-
რა შემთხვევაში და სად უნდა წარადგინოს აპლიკანტმა დოკუმენტაცია – მასწავლებლის გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 2026 – მოსამზადებელი დამხმარე რესურსები – კრებულები და სასწავლო პროგრამები
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე