GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილი ესწრებოდა.

უნივერსიტეტის მიერ 7 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალექსანდრე მღებრიშვილმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი ვატიკანის Propaganda Fide-ს არქივში დაცული ქართულ და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების კვლევით პროექტთან მიმართებით. მან ხაზი გაუსვა მსგავსი თანამშრომლობის მნიშვნელობას ქართული სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, პოპულარიზაციისა და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ღონისძიებას ასევე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი ესწრებოდა.

„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გულითადად ვულოცავთ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს დაარსებიდან 5 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ფონდს მრავალ წარმატებას, უწყვეტ განვითარებასა და იმ მნიშვნელოვანი მისიის ღირსეულ გაგრძელებას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფონდის წვლილი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობის საქმეში, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ინტელექტუალური და აკადემიური განვითარების პროცესში. დარწმუნებულნი ვართ, რომ ფონდი მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს ახალგაზრდებისა და მეცნიერების მხარდაჭერაზე ორიენტირებულ საქმიანობას“, – აცხადებენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური