CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან ახალგაზრდა სტაჟიორებს უმასპინძლა
5 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან ახალგაზრდა სტაჟიორებს უმასპინძლა, მათ შორის იყვნენ ნორვეგიის სამეფოს, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების წარმომადგენლები, ასევე ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები.
უნივერსიტეტის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება მიეძღვნა ქართული ღვინის დღესა და ევროპის დღეს, რაც ხაზს უსვამს როგორც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან კულტურულ მნიშვნელობას, ისე ევროპულ ღირებულებებთან ინტეგრაციის პროცესს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის საქმიანობას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და პრაქტიკულ შესაძლებლობებს დეტალურად გაცნობოდნენ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ღვინის წარმოების პროცესის გაცნობამ, მათ შორის ტრადიციული ქვევრის მეთოდით ღვინის დაყენების სპეციფიკამ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქართული მეღვინეობის უნიკალურობაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე დარგის განვითარებაში.
ამავე ღონისძიების ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი სამანიშვილმა მიმოიხილა დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევები და განვითარების ძირითადი პერსპექტივები, რაც მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროდ იქცა.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო დარბაზმა მადრიდის რეალის კემპს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი