რა შემთხვევაში და სად უნდა წარადგინოს აპლიკანტმა დოკუმენტაცია – მასწავლებლის გამოცდები 2026
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის განკუთვნილ 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციის გავლა 6 მაისის 18:00 საათამდეა შესაძლებელი, თუმცა სავალდებულოა, რომ 4 მაისის 18:00 საათამდე, აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) ასევე განმარტავს, რომ აპლიკანტს, რომელსაც სპეციალური საგამოცდო პირობები სჭირდება, კონკრეტული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება აქვს.
სად და რა ვადაში უნდა წარადგინოთ დოკუმენტაცია:
კანდიდატებმა, რომელთაც სპეციალური საგამოცდო პირობები სჭირდებათ, რეგისტრაციის პროცესში უნდა მონიშნონ შესაბამისი გრაფა და 6 მაისის 18:00 საათამდე ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგინონ.
შეგახსენებთ, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
ასევე იხილეთ:
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე