რატომ უნდა აირჩიო SANGU-ს ისტორიის საბაკალავრო პროგრამა – აბიტურიენტისთვის
ისტორია გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, როგორ ყალიბდება სახელმწიფოები, რატომ იცვლება მსოფლიო და რა გავლენას ახდენს წარსული დღევანდელ რეალობაზე. SANGU-ს ისტორიის საბაკალავრო პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას, შეისწავლო ისტორია გლობალურ ჭრილში და ისტორიული პროცესები სიღრმისეულად გააანალიზო.
რატომ უნდა აირჩიო SANGU-ს ისტორიის საბაკალავრო პროგრამა?
- საქართველოს ისტორიის შესწავლა მსოფლიო ისტორიულ პროცესებთან ერთად;
- სპეციალიზებული დისციპლინები: პალეოგრაფია, ეპიგრაფიკა, არქეოლოგია და ეთნოლოგია;
- სწავლა პირველწყაროებზე დაყრდნობით: არქივები, ხელნაწერები და ისტორიული დოკუმენტები;
- კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარება სწავლის პროცესშივე;
- თანამედროვე სწავლების მიდგომები და განახლებული სასწავლო კურსები.
რას ისწავლი SANGU-ში?
- საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას უძველესი პერიოდიდან თანამედროვეობამდე;
- ისტორიული პროცესების ანალიზს გლობალურ კონტექსტში;
- კრიტიკულ აზროვნებას, ფაქტებისა და ინტერპრეტაციების გააზრებას;
- აკადემიურ წერასა და კვლევას.
პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებ დასაქმებას:
საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში, მუზეუმებსა და არქივებში, საჯარო სექტორში, მედიაში და კულტურულ თუ ტურისტულ მიმართულებებში.
პროგრამის კოდი: 1450107
საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
SANGU-ში საერთაშორისო კონფერენცია – „I HAVE A VOICE“ – „მეც შემიძლია კომუნიკაცია“ გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა მიღებას აცხადებს – ვადები და პირობები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU – ში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდის უმასპინძლეს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი