GRUNI-ს პროფესორი ევროპის პედიატრიული აკადემიის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობდა
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, თბილისში გაიმართა ევროპის პედიატრიული აკადემიის ყოველწლიური ფორუმი და მასტერკლასი, რომლის მუშაობაშიც, აკადემიის „ეროვნული წევრის“ სტატუსით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლიანა სირაძე მონაწილეობდა.
უნივერსიტეტის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გრუნის პროფესორმა ფორუმზე წარადგინა უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევა, რომელიც მძიმე მეტალით მოწამვლის ადრეული დიაგნოსტიკის ლაბორატორიულ ნიშნულებსა და ეროვნული მასშტაბით პრევენციის რეკომენდაციას ეხება.
კვლევა, რომელმაც ფორუმის მონაწილეთა მოწონება დაიმსახურება, აკადემიის პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში – „Acta Paediatrica“ გამოქვეყნდება.
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდული პოლიტიკა“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიულ კომპანია CURADEN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი