ცნობილია, როგორი იქნება სამართლებრივი შედეგები სკოლის, უნივერსიტეტის ან პროფესიულისთვის, ავტორიზაციაზე უარის თქმის, გაუქმების ან ვადის გასვლისას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით ცვლილება შევიდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, გივი მიქანაძის ბრძანებით ახლებურად გაიწერა თუ როგორი იქნება სამართლებრივი შედეგები სკოლის, უნივერსიტეტის ან პროფესიული სასწავლებლისთვის, ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლისას.
სკოლა
ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები:
1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვერ მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.
2. ამ შემთხვევებში მოსწავლემ უნდა ისარგებლოს მობილობის უფლებით ან მას შეუჩერდება მოსწავლის სტატუსი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევებში, იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
4. თუ საავტორიზაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა ამ დებულებისთ განსაზღვრული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა ამ დებულების შესაბამისად გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება
ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები
1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მაძიებელი ვერ მოიპოვებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის შემთხვევაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.
2. ამ შემთხვევებში, პროფესიულ სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.
3. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევებში იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
4. თუ საავტორიზაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა განსაზღვრული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში“.
უნივერსიტეტი
ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები
1. ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის შემთხვევაში:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;
ბ) სტუდენტებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;
გ) სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.
2. თუ საავტორიზაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა შესაბამისად გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში“.
გივი მიქანაძის ბრძანება ძალაშია 6 მაისიდან.
ამავე თემაზე:
-
როგორ გაარჩიოს აბიტურიენტმა, ცნობარში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა 3-წლიანია თუ 4-წლიანი? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებს მეტი დრო მიეცათ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის, განაცხადის წარსადგენად – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში და სად უნდა წარადგინოს აპლიკანტმა დოკუმენტაცია – მასწავლებლის გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე