უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა
16 დეკემბრის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლაში, უშუქობის გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პარასკევს საღამოს მუნიციპალიტეტში თოვლი და ძლიერი ქარი იყო. როგორც ირკვევა, ელექტროენერგიის მიწოდება სკოლებში უამინდობის გამო შეწყდა.
როგორც ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასთან ხაშურის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მანანა აბაზაძე აცხადებს, სკოლებში ვერ ხერხდება გათბობის სისტემის ჩართვა.
“ქემფერის, ცოცხნარის, ქინძათის, ცხრამუხის, ხცისის, ტეზრის, წრომის და ბრილის დაწყებით სკოლაში შეჩერდა სასწავლო პროცესი უშუქობის გამო, რადგანაც ცენტრალური გათბობა ვერ ჩართეს და საკლასო ოთახებში არ არის დამაკმაყოფილებელი ტემპერატურა“, – ამბობს წყაროსთან მანანა აბაზაძე.
წყარო: mozaika
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურზე თავის არიდებაში დახმარება 3 000 ლარად – დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი
by მასმედია
-
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო – შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
by მასმედია