ვარშავის სამართლიანობის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში
2024 წლის 10 სექტემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ვარშავის სამართლიანობის უნივერსიტეტის დელეგაციას. დელეგაციის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორი უნივერსიტეტის შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. პოლონური დელეგაციის მიღებას ხელმძღვანელობდა საბაუნის რექტორი, აკაკი ჭელიძე, რომელსაც თან ახლდნენ უნივერსიტეტის სხვა წამყვანი წარმომადგენლები: პრო-რექტორი დიმიტრი გეგენავა, სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი გორაძე, დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ბახტაძე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ ქობულაძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი შორენა პარუნაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებული ყურადღება კი გაამახვილეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე. ასევე გამოიკვეთა ერთობლივი პროექტებისა და კვლევების პერსპექტივა. უნივერსიტეტებმა დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება და პერსონალის გაცვლის პროგრამების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური ურთიერთობების განმტკიცებას.
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს აკაკი ჭელიძემ და ვარშავის სამართლიანობის უნივერსიტეტის რექტორმა, მიხალ სოპინსკიმ. მემორანდუმის მიზანი იყო ორ ინსტიტუციას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება და საგანმანათლებლო სფეროში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- „თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- საბაუნის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები National Geographic Learning-ის კონფერენციაზე by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი