GE

ვინ გაუშვებს მასწავლებელს სკოლიდან – განათლების სამინისტროში ახალ სტანდარტზე მუშაობენ

„მასწავლებლის სკოლაში შემოშვებისა და გაშვების სტანდარტზე ვმუშაობთ და ეს სტანდარტი იქნება განსხვავებული სამი კატეგორიის სკოლისთვის“, – ეს პასუხი განათლების მინისტრმა დირექტორთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი დირექტორის შეკითხვას გასცა.

–როგორ მოხდება სკოლაში მასწავლებლის შესვლა, ან მისი გაშვება?

მინისტრის თქმით, მასწავლებლის სკოლაში შესვლა-გასვლა აღარ იქნება მასწავლებლის სქემის ნაწილი და ამ საკითხს გადაწყვეტს თავად სკოლა.

„სკოლაში მასწავლებლის შესვლა და გასვლა არის სკოლის როგორც ორგანიზაციის საქმე. მე მაქვს ფუნდამეტური რწმენა, რომ  სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგთა კოლექტივს უნდა ჰქონდეს კრიტიკული ფუნქცია, ისინი დგანან კოლექტივის სიჯანსაღის სადარაჯოზე, ანუ ვინ შემოვიდეს სკოლაში, ეს უნდა გადაწყდეს სკოლაში.  ვინ გაუშვან სკოლიდან, ეს უნდა გადაწყდეს სკოლაში. სხვანაირად პასუხისმგებლობის დაკისრების მეთოდი არ არსებობს.

„მცირე თემში, სადაც ყველა ერთმანეთის ნათესავია, ცხადია, საკადრო გადაწყვეტილება, ან შემოშვება, ან გაშვება ვინმესი, არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ და შევეცდებით, რომ სხვადასხვა ზომის და კატეგორიის სკოლაში ეს სისტემა მუშაობდეს განსხვავებულად. ანუ სადაც მასწავლებლობაზე დიდი კონკურსია, იქ სხვა გზით წავალთ, სადაც საერთოდ არ არის კონკურსი, იქ – სხვა გზით.

„დღეს ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე წესი ყველა სკოლისთვის. არ შეიძლება,  ვეკუას სკოლას და ნაბეღლავის სკოლას ჰქონდეს ერთი სტანდარტი. შეუძლებელია ისეთი სტანდარტის შემოღება, რომელიც მოერგება ყველა სკოლის საჭიროებას“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როგორც განათლების მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, მასწავლებლის სქემას ე.წ. დამსჯელობითი მექანიზმი ჩამოშორდა და ის მხოლოდ პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, ხოლო სამსახურში აყვანა-გაშვების სქემა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

ვის უშვებს განათლების სისტემიდან ჯეჯელავა – გათავისუფლდება 250-მდე ადამიანი

„სქემაში რაც არის წამყვანი მასწავლებელი, სკოლების სქემაში ეს იქნება წამყვანი სკოლა“

რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური