GE

ვის უშვებს განათლების სისტემიდან ჯეჯელავა – გათავისუფლდება 250-მდე ადამიანი

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს აპარტში დასაქმებულთა რეორგანიზაციას არ გამორიცხავს.

მინისტრმა უწყებაში დაგეგმილ რეორგანიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რესურსცენტრებში არსებული იურისტების განახევრება იგეგმება. ჯეჯელავას თქმით, რესურსცენტრების 73 რაიონულ განყოფილებაში თითო იურისტი ჰყავდათ და რეორგანიზაციის შედეგად 36-37 იურისტი დარჩება.

„რესურს-ცენტრებთან ერთად შეთანხმებით გადაწყდა, რომ იურისტები სრულად დატვირთული არ იყვნენ. ყველა რესურსცენტრს თითო იურისტი არ სჭირდება და გადავწყვიტეთ რაოდენობა გავანახევროთ“, – აღნიშნა მინისტრმა. 

მისივე თქმით, ოპტიმიზაცია შეეხო ასევე აუდიტის სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლებს. ჯეჯელავა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით ზოგიერთ შემთხვევაში სკოლებში ინტერნეტ სპეციალისტების მუშაობის ნაცვლად ინტერნეტ კომპანიების მომსახურეობა შეისყიდონ. იგივე ისაუბრა მან პროფორიენტაციის გუნდზე.

„გვყავდა პროფორიენტაციის კოორდინატორები. ეს პროექტი კარგი პროექტია და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა გაგრძელდეს როგორც არასამთავრობო სექტორთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს აპარტში დასაქმებულთა რეორგანიზაციასაც არ გამორიცხავს. „იქიდან დავიწყებ პირველ რიგში, რადგან არასწორი იქნებოდა ხელი გვეხლო რომელიმე სხვა სამსახურისთვის ისე, რომ ჩვენ თავს გავფრთხილებოდით. განათლების ხარისხთან დაკავშირებულ სამსახურებში კი განათლების თანამშრომლების რაოდენობა და ხელფასებიც მოიმატებს“, – განაცხადა მინისტრმა „360 გრადუსში“.

საერთო ჯამში, ჯეჯელავას განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს 200-250-მდე ადამიანი დატოვებს.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, მანდატურის სამსახურში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო უქმდება. როგორც სამსახურის სპეციალისტები და კოორდინატორები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებენ, მათ ნაწილს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია უკვე მიუვიდათ, ნაწილი კი გათავისუფლებას მომდევნო დღეებში ელის. მათი თქმით, სამსახურის გაუქმება მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა.

მედეა მჭედლიშვლი, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგემვის სპეციალისტი:

„ცვლილებებზე არ ვართ ინფორმირებული. წერილი მოგვივიდა ხელშეკრუელბის შეწყვეტაზე. რა ფორმით გაგრძელდება პროგრამა ან თუ გაგრძელდება საერთოდ არ ვიცით. იმიზეზებენ რეორგანიზაცია ოპტიმიზაციას. რეალური მიზეზი არ ვიცით. არანაირი კვლევა არ ჩატარებულა რის საფუძველზეც შეიძლება ვთქვათ, რომ პროგრამა მუშაობს ან არ მუშაობს. გეგმები გვქონდა როგორ გაგვეუმჯობესებინა ჩვენი მუშაობა. არაქართულენოვანი სექტორის დაფარვაც იგეგმებოდა. აჭარაში არ იყო პროგრამა შესული. ტრენინგები ჩავატარეთ და იქიდან რომ წამოვედით მაშნ გვითხრეს უქმდება სამსახურიო.

“ჩვენი ხელფასების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ჩვენს საქმეს ხმარდებოდა. გორში მაგალითად თითო სპეციალისტს 33 სკოლაში უწევდა სიარული და გაკვეთილებზე დასწრება. აქედან მხოლოდ 6 იყო ქალაქში, დანარჩენი – სოფლებში. არსებობს განხორციელებული ექსკურსიების სტატისტიკა. თითოეული ექსკურსია და შეხვედრა მნიშვნელოვანი და კარგი მაგალითია იმისა რომ ბავშვები უშუალოდ სამუშაო ადგილზე აკვირდებიან ვინ როგორ მუშაობს და უნდათ თუ არა ამ გარემოში მუშაობა. გვაქვს გაფართოებული შეხვედრები – პროფესიონალები უყვებიან ბავშვებს რა გზა გაიარეს. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პროფესიას. გაკვეთილებს რაც შეეხება, ისეთი საინტერესოა, ისეთი პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული, მოსწავლეებს საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების გაცნობაში ეხმარება. ამ სამი კომპონენტის ერთიანობის მიზანი იყო, მოსწავლეს თვითონ მიღო გადაწყვეტილება თავისი ინტერესების, შესაძლებლობების და შრომის ბაზრის ოთხოვნების გათვალისწინებით. ჩვენ სპეციალისტებმა შევქმენით ადგილობრივ დამსაქმებელთა ბაზა, ვთანამშრომლობდით თითქმის ყველა პროფესიის ადამიანთან, ვგეგმავდით ვიზიტებს“,– უთხრა EDU.ARIS.GE-ს მედეა მჭედლიშვილმა.

ვინ გაუშვებს მასწავლებელს სკოლიდან – განათლების სამინისტროში ახალ სტანდარტზე მუშაობენ

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სამინისტროში კადრების შემცირებას აანონსებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური