GE

წიგნები, რომლებმაც ცნობილი ადამიანების ცხოვრება შეცვალეს

სწორ დროს წაკითხულ წიგნს ადამიანის ცხოვრებაზე წარმოუდგენელი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამის არა ერთი ნათელი მაგალითი არსებობს.

გთავაზობთ რამდენიმე საოცარ ისტორიას იმაზე, თუ როგორ შეცვალა ამა თუ იმ ნაწარმოებმა ცნობილი ადამიანის ცხოვრება, რამაც თავის მხრივ გავლენა მსოფლიოს მეცნიერებაზე, კულტურასა და ეკონომიკაზე მოახდინა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ სიტყვას საოცარი ძალა აქვს.

გაბრიელ გარსია მარკესი

,,მეტამორფოზა“ – ფრანც კაფკა

კაფკას ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მარკესი მიხვდა, რომ აუცილებლად უნდა გახდეს მწერალი. ჩვეულებრივ, ის კითხულობდა იმისთვის, რომ ჩაძინებოდა, მაგრამ არა ამჯერად. ნაწარმოებმა ის იმდენად შთააგონა, რომ მან საერთოდ ვერ დაიძინა, გათენებისთანავე კი წერას შეუდგა.

თვითონ მარკესი ამ ამბავზე ყვებოდა: ,,ფრანც კაფკას ,,მეტამორფოზამ“ პირველივე წინადადებიდან ჩემი ახალი ცხოვრებისეული გზა განსაზღვრა. მომდევნო დღეს მე ნათხოვარ საბეჭდ მანქანასთან შევხვდი, რომელიც რაიმე ღირებულის შესაქმნელად მომცეს. შემდეგი დღეები მე უნივერსიტეტში იმის შიშით არ დავდიოდი, რომ ჯადოქრობა გაიფანტებოდა. წერის დროს, ოფლის წვეთებში გამოხატული შური, სახეს მიფარავდა.“

ჯოან როულინგი

“ემა“ – ჯეინ ოსტინი

ჯეინ ოსტინი ჯოან როულისნგის საყვარელი მწერალია. როულინგზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება რომანმა ,,ემა“ მოახდინა, რომელშიც ოსტინმა ფრენკისა და ჯეინის ურთიერთობის გარშემო არსებული საიდუმლოება, საოცარი ოსტატობით აღწერა. ჯოანმა აღიარა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მსგავსი ინტრიგის შექმნას ცდილობს, თუმცა ამაოდ. ვფიქრობ, მას ეს ნაწილობრივ ,,შემთხვევით ვაკანსიაში“ გამოუვიდა.

ალბერტ აინშტაინი

“ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ“ – დევიდ ჰიუმი

,,ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ“ 3 წიგნისგან შედგება: ,,ცოდნის შესახებ“, ,,აფექტების შესახებ“ და ,,მორალის შესახებ“. პირველ წიგნში ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი ისეთი ცნებების ფარდობითობაზე მსჯელობს, როგორიცაა სივრცე, დრო და ცოდნა.

აინშტაინმა არა ერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა გავლენა იქონია ,,ტრაქტატმა“ მის ცხოვრებაზე და როგორ უბიძგა მან ფარდობითობის თეორიის შექმნაზე. ნაწარმოები დაეხმარა მას უგულებელეყო დროისა და სივრცის ჩვეული გაგება და თავისი ნამუშევრის ძირითადი მიმართულებები შეექმნა. ,,სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ფილოსოფიური ნაწარმოების წაკითხვის გარეშე ჩემ დასკვნებამდე ვერასდროს მივიდოდი“, – აღიარა მან.

სერგეი ბრინი, მილიარდერი და Google-ს დამფუძნებელი

“თქვენ, რა თქმა უნდა, ხუმრობთ მისტერ ფეიმან“ – რიჩარდ ფეიმანი

ამერიკელ ფიზიკოსსა და ნობელის პრემიის ლაურეატს რიჩარდ ფეიმანს ბევრი ინტერესი ქონდა, დაწყებული მუსიკიდან დამთავრებული სეიფების გატეხვით. გარდა ამისა ის ძალიან კარგი მწერალი და იუმორისტი იყო. მისი ავტობიოგრაფიული წიგნი,რომელიც იუმორითა და სახალისო ისტორიებით არის სავსე,  ნამდვილი ბესტსელერი გახდა.

ყველაზე მეტად ბრინი იმან აღაფრთოვანა, თუ რამდენად გახსნილი იყო ფეიმანი ყველაფერი ახლისთვის და როგორ ცდილობდა გამხდარიყო თავისი დროის ლეონარდო და ვინჩი. სერგეი მიხვდა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო შემოქმედი ადამიანი და მუდამ ვითარდებოდე. ყოველივე ამან Google-ს ასეთ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

კურტ კობეინი

,,სუნამო“ – პატრიკ ზიუსკინდი

,,სუნამომ“ ბევრი ადამიანი დატოვა შთაბეჭილების ქვეშ. თუმცა იშვიათ ადამიანს შეუძლია იმის თქმა, რომ ეს წიგნი შეუყვარდა. კურტ კობეინი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. მას წიგნი ყოველთვის თან დაქონდა და არა ერთხელ გადაუკითხავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წიგნმა მასზე კარგი გავლენა არ მოახდინა. ,,სუნამო“ სულ მცირე ათჯერ წავიკითხე და მაინც ვერ ვჩერდები. წიგნი უბრალოდ არ მიშვებს. მე იპოჰონდრიკი ვარ და ამიტომაც ის ჩემზე ასეთ დიდ გავლენას ახდენს“ – განაცხადა მან ინტერვიუში, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე.

განდეგილი და მარტოსული ჟან-ბატისტ გრენუი სიყვარულსა და თანაგრძნობას არავისგან გრძნობს. ის ამზადებს სუნამოს, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არ მოიპოვება. ბევრი აქ პარალელს კურტ კობეინის ცხოვრებასთან ავლებს. სხვათა შორის წიგნის სიუჟეტი მან სიმღერაში ,,Scentless Apprentice” გამოიყენა.

მარკ ცუკერბერგი

“ენეიდა“ – ვერგილიუსი

ცუკერბერგმა ,,ენეიდა“ სკოლაში ლათინურის შესწავლის დროს წაიკითხა. პოემა ლეგენდარული ტროელი გმირის – ენეასის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც იტალიაში თავის ხალხთან ერთად გადასახლდა და იქ ქალაქი დააარსა. მარკმა აღიარა, რომ ყველაზე მეტად ის მთავარი გმირის სურვილმა და მონდომებამ აღაფრთოვანა, რომელსაც ისეთი ქალაქის აშენება უნდოდა, რომელსაც საზღვრები არ ექნებოდა. წიგნის სწორედ ამ ნაწილმა იმოქმედა მის დამოკიდებულებაზე ცხოვრებისადმი და მიზნების სწორად დასახვა ასწავლა.

ცუკერბერგის წინა პარტნიორმა შონ პარკერმა დაადასტურა: ,,ის დიდებაზე ოცნებობდა, და იმპერიული ამბიციები ქონდა, როგორც 20 წლის ასკში, ისე ახლაც. ის არის ერთ-ერთი ამ ბერძნული ოდისეის ზედგამოჭრილი გმირი“.

მერლინ მონრო

“ულისე“ – ჯეიმს ჯოისი

ფოტო, რომელზეც მერლინ მონრო ,,ულისეს“ კითხულობს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ცნობილია. ,,მან თქვა, რომ ,,ულისეს“ მანქანაში ინახავს და საკმაოდ ხშირად კითხულობს“ – იხსენებს ფოტოგრაფი ევა არნოლდი. მსახიობს ნაწარმოების ჟღერადობა აღაფრთოვანებდა, ამოტომაც მას ხმამაღლა კითხულობდა.

ამ ფოტოს განსაკუთრებულად დიდი გამოხმაურება მოყვა. ხალხს გაუკვირდა, რომ მერლინი სულაც არ არის სულელი ქერათმიანი ლამაზმანი. მას ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ლიტერატურით სავსე მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა.

ერნესტ ჰემენგუეი

“ომი და მშვიდობა“ – ლევ ტოლსტოი

ჰემენგუეიზე, ყველა მწერალზე მეტად, ლევ ტოლსტოიმ მოახდინა შთაბეჭდილება. მიუხედავად იმის, რომ მას უამრავი წიგნი ქონდა წაკითხული, ყველაზე მეტად მაინც ,,ომი და მშვიდობა“ შეუყვარდა. რუსმა რეალისტმა ის თავისი გულახდილობითა და პირდაპირობით აღაფრთოვანა. ტოლსტოი სოციალური ბოროტების თემას განსაკუთრებული სიფიცხით ამჟღავნებდა. თავის რომანებში ის ასევე მორალისა და ცხოვრების საზრისის ძებნის თემასაც შეეხებოდა.

ჰემენგუეი, რომელიც ლიტერატურას ბოქსს ადარებდა, ტოლსტოის დიდებულებაზე შემდეგნაირად საუბრობდა: ,,მე მოკრძალებით დავიწყე და დავამარცხე ბატონი ტურგენევი. დიდი შრომის შედეგად, ბატონი გი დე მოპასანის დამარცხებაც შევძელი. ბატონ სტენდალთან მე ორჯერ მქონდა ფრე, თუმცა ვფიქრობ, ბოლო რაუნდში მე მას ქულებით ვაჯობე. მაგრამ ვერაფერი მაიძულებს დავდგე რინგზე ბატონ ტოლსტოისთან“.

16 წიგნი, რომლებიც პირველივე ფრაზიდან დაგაინტერესებთ – ფრაზები

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური