GE

წიგნების პრეზენტაცია ქართული ენის დღის აღსანიშნავად

ფოტო –
246

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულმა სკოლამ 14 აპრილს, საღამოს, ქართული ენის დღის აღსანიშნად გამართა წიგნების პრეზენტაცია.
მოწვეულ საზოგადოებას წარუდგინეს წიგნები:

,,აკადემიური წერა“, ავტორები: პროფ. ნანა შავთვალაძე და პროფ. შალვა დუნდუა
,,ვიკითხოთ და ვწეროთ“, ავტორი ნანა შავთვალაძე.

ბრძანდებოდნენ:
სტუმრები განათლებისა და მეცნიერების სამინიტროდან, ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან, ლიტერატურის ინსტიტუტიდან და ა.შ.
ფილოლოგები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და ა.შ.
დიპლომატიური კორპუსიდან ქართული ენით დაინტერესებული უცხოელები: ამერიკის შერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, ირანის და თურქეთის საელჩოები, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ევროკავშირის მონიტორინგის მისია, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ა.შ.
სიტყვით გამოვიდნენ, ჰუმანიტარული სკოლის დირექტორი პროფ. თინათინ ღუდუშაური; ავტორები: პროფ. ნანა შავთვალაძე და პროფ. შალვა დუნდუა; რეცენზეტი, განათლების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსი, პროფ. მარიკა ოძელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური