GE

წყაროები, საიდანაც ათასობით წიგნის, პიესისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების გადმოწერა სრულიად უფასოდ და ლეგალურად შეგიძლიათ

ციფრულ სამყარო განვითარებას ყოველდღიურად განაგრძობს. ელექტრონული წიგნების წასაკთხი მოწყობილობების გაყიდვების მაჩვენებელიც მკვეთრად იზრდება, თუმა ციფრული წიგნებისა და ტექსტების ღირებულება პროგნოზირებად დონემდე არ შემცირებულა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რესურსებს, რომლებიც ფინანსების დაზიგვაში დაგეხმარებათ! რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ლეგალურია!

1. Classic Bookshelf: ამ საიტზე კლასიკური რომანები არის თავმოყრილი.

2. The Online Book Page: წიგნებისა და მონაცემთა ეს ბაზა პენსილვანიის უნივერსიტეტმა შექმნა.

3. Project Gutenberg: აქ 27 000-ზე მეტი წიგნის წაკითხვას უფასოდ შეძლებთ.

4. Page by Page Books: საიტზე თქვენ როგორც არტურ კონან დოილის ნაწარმოებების, ისე ჯორჯ ბუშ უმცროსის მოხსენებების მოძიებას შეძლებთ.

5. Classic Book Library: წყარო განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებებს: ისტორიულ და სამეცნიერო ფანტასტიკას, რომანებს, საბავშვო ლიტერატურას და სხვებს აერთიანებს.

6. Classic Reader: საიტზე როგორც შექსპირის, ისე სხვადასხვა დროის ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებების წაკითხვას შეძლებთ.

7. Read Print: ონლაინ-ბიბლიოთეკა საუკეთესო კლასიკურ ნაწარმოებებს ინახავს.

8. Planet eBook: საიტი კლასიკური ნაწარმოებების უფასოდ გადმოწერის შესაძლებლობას გაძლევთ.

9. The Spectator Project: მონკლერის უნივერსიტეტის ამ პროექტში The Spectator და The Tatler-ის ონლაინ ვერსიებია წამორდგენილი.

10. Bibliomania: აქ 2000-ზე მეტი კლასიკური ნაწარმოების გარდა, სასწავლო სახელმძღვანელოებიც არის წარმოდგენილი.

11. Online Library of Literature: საიტზე მსოფლიო ლიტერატურული ნაწარმოებების არაადაპტირებული ვერსიების მოძიებას შეძლებთ.

12. Bartleby: წყაროს პოპულარულობა მისმა უნიკალურმა კოლექციამ განაპირობა.

13. us: მკითხველი ლიუის კეროლის, შერვუდ ანდერსონის, ფლობერის, ჯორჯ ელიოტის , ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისა და სხვათა რომანების უზარმაზარ კოლექციას შეხვდება.

14. Free Classic Literature: საიტზე თავმოყრილია როგორც ბრიტანელი ავტორების (როგორიცაა შექსპირი და არტურ კონან დოილი), ისე სხვათა ნაწარმოებები.

15. Plays: აქ თქვენ ,,პიგმალიონის“, ,,ძია ვანიას“, ,,დასავლეთის სამყაროს ფლეიბოისა“ და სხვა პიესების წაკითხვას შეძლებთ.

16. The Complete Works of William Shakespeare: მკითხველისთვის შექსპირის კომედიები, ტრაგედიები და ყველა სხვა ნამუშევარია ხელმისაწვდომი.

17. Plays Online: ამ კატალოგში პიესების სრული ტექსტები უფასოდ არის წარმოდგენილი.

18. ProPlay: საბავშვო პიესები, კომედიები, დრამები და მიუზიკლები.

19. Public Bookshelf: საიტზე როგორც რომანტიულ ნოველებს, ისე მისტიურ მოთხრობებს შეხვდებით.

20. Get Free Ebooks: მხატვრული ლიტერატურის ყველაზე დიდი კოლექცია.

21. SF and Fantasy Books Online: აქ ,,არაბული ღამეები”, ,,ეზოპეს იგავები” და სხვა ნაწარმოებებიეა წარმოდგენილი.

22. Free Novels Online and Free Online Cyber-Books: სიაში ძირითადად ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებია შესული.

23. The Literature Network: 3000-ზე მეტ მოთხრობას მოიცავს.

24. Poetry: წყაროზე თავმოყრილია ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა ,,ყორანი”, ,,ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!”, ,,ბონი და კლაიდი” და სხვა.

25. Poem Hunter: ამ საიტზე თქვენ ლექსების, სიმღერების ტექსტებისა და ციტატების მოძიებას უფასოდ შეძლებთ.

26. Famous Poetry Online: წაიკითხეთ ლიმერიკები, სასიყვარულო პოეზია, რობერტ ბრაუნინგის, ემილი დიკინსონის, ლორდ ბაირონისა და სხვათა ლექსები.

27. Google Poetry: Google Books-ს პოეზიის უზარმაზარი არჩევანი აქვს.

28. Banned Books: საიტზე მითითებული ბმულების საშუალებით, აკრძალული წიგნების სრული ტექსტის წაკითხვა ონლაინ შეგიძლიათ.

29. World eBook Library: ეს უზარმაზარი კოლექცია კლასიკურ ნაწარმოებებს, ენციკლოპედიებსა და საბავშვო წიგნებს მოიცავს.

30. DailyLit: აქ თქვენ ბევრი რამის მოძიებას, მობი დიკით დაწყებული და უახლესი ლიტერატურული ნაწარმოებით დამთავრებული, შეძლებთ.

31. A Celebration of Women Writers: პენსილვანიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ქალი მწერლების ნაწარმოებებია გამოქვეყნებული.

32. Free Online Novels: საიტზე სხვადასხვა ჟანრის რომანების, დაწყებული რელიგიური და ისტორიული ფანტასტიკით დასრულებული, მოძიებას შეძლებთ.

33. net: თქვენ შეგიძლიათ სასურველი წიგნი გადმოწეროთ და ის ინტერნეტთან წვდომის გარეშე წაიკითხოთ.

34. Authorama: საიტზე წიგნები Google Book-დან და სხვა წყაროებიდან არის მოპოვებული. აქ თქვენ ისტორიულ წიგნებს, ნოველებს, რომანებსა და სხვა ჟანრის ნაწარმოებებს ნახავთ.

35. Prize-winning books online: აქ შეგიძლიათ პულიცერისა და ნობელის პრემიების გამარჯვებულ ნაწარმოებთა სრული ვერსიები მოიძოთ.

30 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ 30 წლის გახდები

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური