30 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ 30 წლის გახდები
ზოგადი პრობლემები და გადაჭრის გზები, რომლებსაც სხვადასხვა ავტორები გვთავაზობენ, ხშირად სასარგებლო საშუალებაა ჩვენი პრობლების ეფექტურად და პრაქტიკულად მოსაგვარებლად. სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გთავაზობთ 30 წიგნს, რომელიც 30 წლამდე უნდა წაიკითხოთ.
ყველა მათგანი უნიკალური განძია, რომელიც გაამდიდრებს თქვენს სამყაროს და უფრო ჭკვიანს გაგხდით:
1. ალექსანდრე გრინის „ალისფერი იალქნები“ – ეს ლამაზი და რომანტიული ზღაპარი ჩვენთვის ბავშვობიდანაა ნაცნობი, რომელიც ასოლზე და გრეიზეა და მათ ურყევ რწმენაზე.
2. ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი მსოფლიო ლიტერატურაში. ნაწარმოების მთავარი თემაა ალექსის მოგზაურობა ახალგზარდობიდან მოწიფულობამდე. „მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის“ -ეს რომანის დევიზია.
3. რეი ბრედბედერის „აპრილის ჯადოსნობა“ – ეს ძალიან უბრალო და პატარა მოთხრობაა ცალმხრივ სიყვარულზე. მეოცე საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი მწერალი უხსნის ყველა ახალგზარდა ქალს, რომ უპასუხო სიყვარული ყველაზე ჯადოსნური რამ არის, რაც მათ შეიძლება თავს გადახდეთ.
4. უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“ – ეს არის შემზარავი ისტორია ბრიტანელი მოსწავლეების გართობაზე უკაცრიელ კუნძულზე. ავტორი საუბრობს თავისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობას საერთო არაფერი აქვს უდანაშაულობასთან.
5. ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“ – უდიდესი მწერლის დაუჯერებლად ძლიერი რომანი, რომლის პროზა დროს უძლებს. ეს არის ლამაზი და სულისშემძვრელი ისტორია მარტოობაზე, დიდ სიყვარულსა და ცხოვრების ღირებულებებზე
6. ჯორჯ ორუელის „1984“ – მიუხედავად იმისა, რომ წიგნი 1949 წელს დაიწერა, ლიტერატურული და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც ავტორი ეხება, კვლავინდებურად აქტუალურია. წიგნი არ არის რეკომენდირებული მგრძნობიარე ადამიანებისთვის ორსულებისთვის და მათთვის, ვინც თვითმკვლელობისკენ არის მიდრეკილი. დანარჩენებმა კი ის უბრალოდ აუცილებლად უნდა წაიკითხონ.
7. ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ეს ისტორია დაწერილია ბავშვის სახელით, რომელიც მოგვითხრობს სამართლიანობასა და ცრუწმენებთან ბრძოლაზე. ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე რასობრივი უთანასწორობის საშიშროებაზე და აღზრდის პრობლემებზე.
8. ერნესტ ჰემინგუეის „ვისთვის რეკს ზარი“ – მოკლე, მაგრამ დიდი აზრის მქონე წიგნი – სიკვდილზე, ომისიდეოლოგიაზე, მის აბსურდულობასადა დაუჯერებელ სისასტიკეზე.
9. ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ – წიგნი ნამდვილი შედევრია. იგი გადმოგვცემს ისტორიას, აღწერს ადამიანთა ბედს. ავტორი ხაზს უსვამს ხალხის დრამატულობას, რაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს მკითხველს.
10. ივან ბუნინის „მშვიდი სუნთქვა“ – ისტორია მოსწავლე ოლია მეშერსკაიაზე, მის ქალურობასა და პირველ სიახლოვეზე.
11. გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის 100 წელი“ – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება განსაკუთრებულ სამყაროში, რომელიც მარკესმა შექმნა. თავისუფლად იგრძენით თავი ბუენდიას სტუმართმოყვარე სახლში. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ გაიგებთ მოსიყვარულე ოჯახის მნიშვნელობას ყველა ადამიანის ცხოვრებაში.
12. ჯეკ კერუაკის „დრაჰმის მაწანწალები“ – წიგნში მოთხრობილია ვეტერანებზე, რომლებიც ომის შემდეგ შინ დაბრუნდნენ. თავგადასავლების მოყვარულებისთვის ის განსაკუთრებულად საინტერესოა.
13. ჯონ ფაულსის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ – შავებში ჩაცმული ქალი ზღვის სანაპიროსთან ყოველ დღე გაჰყურებს ჰორიზონტს. ერთხელ მას შეამჩნევს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საქორწინოდ ემზადებოდა. ამას შემდეგ ყველაფერი იცვლება.
14. კენეთ გრემის „ქარი ტირიფებში“ – არაჩვეულებრივი საბავშვო წიგნი, რომელიც ზრდასულ ადამიანებს ახსენებს ცხოვრების უბრალო სიხარულის დანახვის აუცილებლობასა და დაფასებას. ზღაპარი სავსეა თავაგადასავლებით, მაგიითა და სოლიდარობით.
15. სუნ ძუს „ომის ხელოვნება“ – ეს ერთ–ერთი უძველესი წიგნია სამხედრო სტრატეგიაზე. ნაწარმოების სიბრძნე შესაძლოა ჩვენი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში გამოვიყენოთ.
16. ჯონ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“ – ეს წიგნი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, აგრეთვე მოზრდილებისთვისაც. რამდენიმე ფურცლის გადახედვის შემდეგ, სულ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ გამოგონილ ამბავს კითხულობთ.
17. ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდი“ – კიდევ ერთი ზღაპარი, რომელიც ნებისმიერი ასაკის მკითხველს ასწავლის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში დისციპლინა და მორალი.
18. გი დე მოპასანის „ძვირფასი მეგობარი“ – კლასისკური ფრანგული რომანი ანტიგმირით, რომელიც ნაწარმოების მთავარი გმირია. ახალგაზრდა ყმაწვილი, მაცდური სახით, რკინის ნერვებით და მომხიბვლელი მანერებით ცდილობს პარიზში თავის დამკვიდრებას.
19. პეტრე კროპოტკინის „რევოლუციონერის ჩანაწერები“ – წიგნი რევოლუციონერისა და ანარქისტის პეტრე კროპოტკინის ცხოვრებას ეხება. მასში აღწერილია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის დაცვა უცნობი გარშემომყოფებისგან, რომელთაც არ ესმით მისი. აგრეთვე წიგნი მოგვითხრობს ნამდვილ მეგობრობასა და მხარდაჭერაზე.
20. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეთსბი“ – რომანი შესულია იმ შედევრებს შორის, რომელიც თავის დროზე არ აღიარეს. მასში მოთხრობილია ბედისწერაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამერიკული ოცნებისკენ მიმავალ გზაზე იჩენს თავს.
21. ჯერომ დევიდ სელენჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ – წიგნი მოზარდის მძიმე ცხოვრებაზე მოგვითხრობს. დროს არ აქვს მნიშვნელობა. ბუნტი, მაქსიმალიზმი, მარტოობა და გაურკვევლობის შიში – ეს ყველაფერი თითოეულ ადამიანშია, სწორედ ამიტომ გახდა მილიონობით ადამიანისთვის ეს წიგნი გასაგები.
22. ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ – ეს წიგნი უდაოდ შედევრია არამხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში. ვერც ერთმა პიროვნებამ ვერ შეძლო ადამიანის სულის აღწერა ისე, როგორც დოსტოევსკიმ.
23. ნიკოლო მაკიაველის „ხელისუფალი“ – სხვადასხვა მმართველობითი სიტუაციის, გავლენის მოხდენის და სახელმწიფო სტრუქტურის შთამბეჭდავი აღწერა. დაწყებული საერთო პროგრესისთვის პოლიტიკური და კორპორატიული ბრძოლიდან, დამთავრებული ხალხის კონტროლამდე, პირადი სარგებლობისა და ინტერესებისათვის.
24. ჰენრი დევიდ ტოროს „უოლდენი ანუ ცხოვრება ტყეში“ – ამ წიგნის დასაწერად ტორო 2 წელიწადი, 2 თვე და 2 დღე კონკორდთან ახლოს თავის ხელით აშენებულ ქოხში ცხოვრობდა. ეს არის ისტორია თავისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლისა და სტერეოტიპებისგან.
25.პლატონის „სახელმწიფო“ – დიადი ბრძენის ნაწარმოები მკითხველს პოლიტიკური თეორიის ფუნდამენტურ ცოდნას აძლევს, იმის შესახებ თუ როგორ უნდა იცხოვრონ.
26. ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტა“ – ამ ისტორიის აღქმა დამოკიდებულია მკითხველის ფართო აზროვნებაზე. ზოგი ნაწარმოებში ხედავს უბრალოდ ეროტიკულ ქვეტექსტს, ზოგი კი – ღრმა აზრებს.
27. მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ – ბულგაკოვის შედევრი, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, – ეს არის რომანი სადაც ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება უპირისპირდება.
28. ფრანც კაფკას „გარდასახვა“ – კაფკა რთული მწერალია. მისი ნაწარმოებები ახალგზარდებს როგორც წესი არ მოსწონთ, თუმცა მისი წაკითხვა აუციულებლად უნდა სცადოთ. „გარდასახვა“ ადამიანურ მარტოსულობაზეა.
29. ანტუან დე დენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ – როდესაც ადამიანები იზრდებიან, ფიქრობენ, რომ მათ დაკარგეს რაღაც მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ ეს ვიპოვოთ, საჭიროა წავიკითხოთისეთი წიგნები, როგორიცაა “პატარა უფლისწული”, ჩავწვდეთ მის არსს, შემდეგ კი მის ცხოვრებაში გამოყენებას ვეცადოთ.
30.სებასტიან ჟაპრიზოს „ხაფანგი კონკიასათვის“ – ბრწყინვალე ფრანგული დეტექტივი თეთრი კაბებისა და ღია ავტომობილის მოყვარულზე.
ზაფხულში საკითხავი – 2015 წლის 15 საუკეთესო წიგნი
10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ
5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს
წყარო: brightside.me
მოამზადა ლიკა გახარიამ