GE

29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით, 29–30 ოქტომბერს, თბილისში, Hilton Garden Inn-ში, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის როლზე თანამედროვე მედიცინაში, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში. განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს სამედიცინო განათლებაში, პროფესიულ მომზადებასა და კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში. იმსჯელებენ დარგობრივ ინოვაციებსა და ჯანდაცვის სექტორის განვითარების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნოლოგიების უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას, მონაცემთა დაცვას, ეთიკურ საკითხებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანის როლის შენარჩუნებას.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები 10 ქვეყნიდან, ინჟინრები და ჯანდაცვის სექტორის ექსპერტები, მედიცინის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები, კლინიცისტები, ინჟინრები, აკადემიური პერსონალის წევრები, სტუდენტები და დარგის ექსპერტები.

მონაწილე ქვეყნები: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი და იორდანია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური