GE

ვინ გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის 10 რჩეული – გამარჯვებულთა სია

მასწავლებლის ეროვნული პრემიითა და 10 000 ლარით დღეს, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად ქუთაისში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 10 გამორჩეული მასწავლებელი დააჯილდოვა.

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები არიან:

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ელისო აბრამიშვილი;

თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, მირანდა ხაჯიშვილი;

ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ლარცულიანი;

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნარგიზი თავართქილაძე;

თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ცისანა დოლიძე;

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, გვანცა ჭაბუკიანი;

აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, რუსუდან ლომთაძე;

ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, მზიური შავაძე;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი, იამზე მსხვილიძე;

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, დავით ნიშნიანიძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური