GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა.

GRUNI-ს მიერ 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყება პირველკურსელებს, ტრადიციულად, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საღამოს ფარგლებში, დამსწრეების განწყობაზე წამყვანებმა – რუსკა ქარქაშაძემ, ნუცა თოფურიამ და სალი კიკალიშვილმა იზრუნეს.

მუსიკალური ნაწილი კი ყველასათვის საყვარელმა ნატო გელაშვილმა და „ჭოხოებმა“ დაუვიწყარ დღესასწაულად აქციეს. შემდეგ კი, სცენა ნუცა თოფურიამ დაიკავა.

გრანდიოზული საღამო ტრადიციული ტორტის საზეიმო გაჭრითა და ფოიერვერკით დასრულდა.

„გვჯერა, რომ ეს დღე თითოეული პირველკურსელისთვის ახალი თავგადასავლებისა და დაუვიწყარი მოგონებების ენერგიული დასაწყისი გახდება“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური