YouTube-ის 15 არხი ინგლისურის შესასწავლად
თანამედროვე მსოფლიოში არსებობს უამრავი გზა უცხო ენის შესასწავლად. მაგალითად, შესაძლებელია, ყოველდღიურად ჩართოთ YouTube-ზე ენის შემსწავლელი რომელიმე არხის ვიდეოები და პროფესიონალი პედაგოგები სრულიად უფასოდ აგიხსნიან ყველაფერს, რაც თქვენთვის აქამდე გაუგებარი იყო.
გთავაზობთ რამდენიმე ასეთ არხს რუსულ და ინგლისურ ენებზე.
არხები რუსულ ენაზე:
Puzzle English – შეიცავს მრავალ ვიდეოს სხვადასხვა თემაზე: გრამატიკის გარჩევა, ენის შესწავლის საიდუმლოებები და რჩევები, საინტერესო გამოთქმები პოპულარული სერიალებიდან და მრავალი სხვა.
Albert Kakhnovskiy – ინგლისურის შესწავლა ცნობილი რეიმონდ მერფის მიხედვით.
ინგლისური ნოტებად – საკმაოდ მხიარული არხი. ინგლისურის შესწავლა აქ ხდება მუსიკის, თამაშების, ფილმებისა და იუმორის საშუალებით.
ინგლისური ენა ჯობსის სკოლაში – საგანმანათლებლო-გასართობი არხი ინგლისურის შესწავლაზე, მხიარულია და ეფექტური.
Oxana Dolinka – თანამედროვე ინგლისური ენის შესწავლა. უამრავი მასალა დამწყებთათვის.
არხები ინგლისურ ენაზე:
Learn English with Ronnie – ვიდეოების უმეტესობა ეძღვნება გრამატიკას. ახსნილია საკმაოდ გასაგებად, სხარტად და იუმორით.
English with Jennifer – აქ თქვენ ნახავთ რჩევებს, თუ როგორ გაიუმჯობესოთ გამოთქმა, აითვისოთ გრამატიკა და მრავალი სხვა. სასარგებლოა, როგორც მოსწავლეთათვის, აგრეთვე ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.
Rachel’s English – არხი განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვისაც პრობლემები აქვთ გამოთქმასთან.
Anglo-Link – მასალის მრავალფეროვნება საკმაოდ მიმზიდველია. გაკვეთილების უმრავლესობა ეძღვნება გრამატიკის განხილვას.
EnglishClass101 – არხი სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც ასე თუ ისე უკვე ერკვევა გრამატიკაში, თუმცა სირთულეს აწყდება ურთიერთობისას.
BBC Learning English – დიდი რაოდენობის საინტერესო და შემეცნებითი ვიდეო განსხვავებულ თემებზე.
Learn English with Steve Ford – ავტორი – ინგლისური ენის პროფესიონალი პედაგოგი ოცწლიანი სტაჟით. საინტერესო მასალის ნახვას შეძლებენ როგორც დამწყებები, ასევე გამოცდილები.
AlexESLvid’s Free English Lessons – პოპულარული არხი, რომელიც ახლდება ფაქტობრივად, ყოველდღიურად.
Learn English with Let’s Talk – საკმაოდ კარგი გაკვეთილები განსხვავებულ თემებზე, სწავლების თანამედროვე პრინციპებზე დაყრდნობით.
წყარო: adme.ru
ა.ზ.
-
14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)
by სამკითხველო
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს
-
პროფესიის არჩევა – 10 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
by სამკითხველო