ყოველ წელს SEU-ს სტუდენტები და ლექტორები MIT – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კამპუსში გაემგზავრებიან
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამეწარმეო ცენტრის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის (“Raise the Bar Entrepreneurship Educators Network”) თანადამფუძნებელია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ქსელი, SEU-ს გარდა მსოფლიოს კიდევ 4 უნივერსიტეტს აერთიანებს.
ქსელის მისიაა ინოვაციებზე ორიენტირებული ანტრეპრენერული ცოდნის გაძლიერება და
სტუდენტებისთვის განათლების მიცემა. მისი მიზანია MIT-ის გამოცდილი მეთოდების და სქემების გავრცელება და განვითარება, რათა შეიქმნას წარმატების ერთიანი სტანდარტი და გაუმჯობესდეს გლობალური ანტრეპრენერული განათლების ეკოსისტემა.
თანამშრომლობის ფარგლებში SEU ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსში, გააგზავნის 5 ლექტორს MIT- ის კამპუსში გადამზადების პროგრამაზე, სადაც ისინი გაივლიან MIT-ის „გამართული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს“, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან „გამართული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის“ და „15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას“. ასევე, ლექტორები სიღრმისეულად გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს, პროგრამებს, და ნებისმიერ ახალ კონტენტს MIT-ის პროფესორებისგან და სხვა. გადამზადებული ლექტორები SEU-ს სტუდენტებს შეასწავლიან, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ SEU-ს და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-სთან კოლაბორაციით, SEU-ს ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრირდება.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ SEU-ს სტუდენტებიც ყოველწლიურად გაემგზავრებიან მასაჩუსეტსში სრული დაფინანსებით, სადაც MIT-ის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ 3 კვირიან პროგრამაში – StartMIT, რომელიც გულისხმობს მეწარმეობის სიღრმისეულ და პრაქტიკულ შესწავლას. დაესწრებიან ბილ ოლეტის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის მმართველი დირექტორის, MIT-ის პროფესორისა და ცნობილი ბესტსელერის-,,გამართული ანტრეპრენერობა: „24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპისკენ“ ლექციებს. ეს პარტნიორობა SEU-ს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ უახლეს ტენდენციებს მეწარმეობის მიმართულებით, MIT-ის კამპუსში მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებში, დაამყარონ გლობალური კავშირები და შექმნან ღირებული ქსელი სტუდენტებთან და ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად, საბოლოოდ კი შექმნან სტარტაპები და საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალურ სტარტაპ ეკოსისტემაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გარდა MIT-ის კამპუსში ყოველწლიურ კონფერენციაზე SEU-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებიც, გაემგზავრებიან, რომლებიც Raise the Bar Entrepreneurship Educators Network -ის სხვა წევრებთან ერთად იმუშავებენ ქსელის განვითარებაზე.
სულ მალე, SEU-ს სტუდენტებს და ლექტორებს კიდევ ერთი სიახლე ელით! ისინი მიიღებენ ექსკლუზიურ წვდომას MIT-ის Orbit პლატფორმაზე, რომელიც მძლავრ GenAI ასისტენტს შეიცავს და სტარტაპების იდეების განვითარების პროცესს აადვილებს და რისკების იდენტიფიცირების მაქსიმიზაციას ახდენს. Orbit პლატფორმა ლექტორებს და სტუდენტებს უზრუნველყოფს უახლესი GenAI განათლების ინსტრუმენტებით.
აღსანიშნავია, რომ MIT წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. ის 1861 წელს დაარსდა და QS World University Ranking-ში 2024 წლის მონაცემებით პირველ ადგილს იკავებს უნივერსიტეტების როგორც ზოგად რეიტინგში ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ასევე, წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების რაოდენობით ლიდერია მთელს მსოფლიოში. Martin Trust Center for MIT Entrepreneurship კი არის MIT-ის მნიშვნელოვანი ნაწილი სამეწარმეო ნიჭის განვითარებისთვის და ტექნოლოგიური ინოვაციების წარმართვისთვის.
SEU-ს ჩართულობა ამ პრესტიჟულ ქსელში უნივერსიტეტის მაღალი სტანდარტების და საერთაშორისო აღიარების დამადასტურებელია.
(R)