GE

ყველაფერი მაგისტრატურასა და უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ სამაგისტრო პროგრამის შესახებ

ინდუსტრიებისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე თანამედროვე სამყაროში თანდათან ისმის კითხვა: რამდენად ეფექტურია დღესდღეობით სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაზე?

სინამდვილეში, უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა განაგრძოთ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე. უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ პროგრამის ხელმძღვანელების თქმით, მაგისტრატურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია საკუთარი ცოდნის გამყარებისთვის. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში ვიღებთ სიღრმისეულ ცოდნას კონკრეტული პროგრამის შესახებ, ვხდებით ჩვენ მიერ არჩეული პროფესიის ექსპერტები. მაგისტრის ხარისხი დიდ როლს თამაშობს დასაქმების ბაზარზე, მაგისტრატურის კურსდამთავრებულები უფრო მეტად მოთხოვნადი კადრები არიან და სარგებლობენ უპირატესობით დამსაქმებლებთან. ამიტომაც, სამაგისტრო პროგრამის არჩევისას მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილება და მისი გაანალიზება, თუ რამდენად პრიორიტეტული და ეფექტურია ჩვენ მიერ არჩეული „მომავალი პროფესია“.

რა განსაზღვრავს სამაგისტრო პროგრამის ხარისხს?

ონლაინ დიპლომების ხანაში სტუდენტებს მეტი სიფრთხილე მართებთ, შეარჩიონ სასურველი პროგრამა, რომელიც აუცილებლად იქნება აკრედიტებული და მიანიჭებს მათ შესაბამის ხარისხსს. სამაგისტრო პროგრამის შერჩევისას სტუდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გააზრებული სასწავლო პროგრამის მიზანი და ჰქონდეს წვდომა პროგრამის კურიკულუმთან.

ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე პოპულარული სასწავლო პროგრამა უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ,,სტრატეგიული კომუნიკაციები“ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. „კომუნიკაციები“ ფართო ცნებაა და მოიცავს სხვადასხვა პროფესიებს, როგორიც არის: საზოგადოებრივი ურთიერთობები(PR), მარკეტინგი, ჟურნალისტიკა, ა.შ.

„სტრატეგიული კომუნიკაციები“ ორიენტირებულია კონკრეტული აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და ცნობადობის ამაღლებაზე. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებას კარგად დაეუფლო, რათა შეძლო აქციო იგი შენს მომავალ პროფესიად. უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ სწორედ ის ადგილია, სადაც უდავოდ შეძლებ „სტრატეგიული კომუნიკაციების“ სიღრმისეულად შესწავლას.

“სტრატეგიული კომუნიკაციების” სამაგისტრო პროგრამის მიზანია PR-ის, მარკეტინგისა და რეკლამის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი, რომლის შედეგადაც გვეყოლება აღნიშნული სფეროს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. “სტრატეგიული კომუნიკაციების” სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს, საფუძვლიანად შეასწავლოს სტუდენტებს მოლაპარაკების სტრატეგიები, ბრენდის მართვისა და რეპუტაციული მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები.

ვფიქრობთ, ჩვენი ალტერ-სივრცე საუკეთესოა კარიერული განვითარებისთვისა და უმაღლესი განათლების მისაღებად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური