GE

უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აცხადებს მობილობას

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის  შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ აცხადებს მიღებას:

სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშვება უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდგომ.

ალტერბრიჯში მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები 16 აგვისტოდან-30 აგვისტოს 18.00 საათამდე  უნდა დარეგისტრირდნენ  – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტორონულ პორტალზე – https://students.emis.ge

მობილობის მსურველს ევალება წარმადგინოს „ალტერბრიჯში“ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება;
  • პირადობის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ნიშნების ფურცელი;
  • ატესტატის ნოტარიული ასლი (მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში – ბაკალავრის დიპლომის ნოტარიული ასლი);
  • სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ფოტოსურათი 3/4;

აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა შეგიძლიათ ადგილზე, უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“, ასევე შეგიძლიათ გადმაგზავნოთ მეილზე: info@alterbridge.edu.ge

საბუთების მიღება – 03 სექტემბრიდან 10 სექტემბრის 18:00-ის ჩათვლით;
ტესტირება ინგლისურ ენაში – 11 სექტემბერს;
მობილობის მსურველებთან გასაუბრება ჩატარდება – 13 სექტემბერს;
შედეგების გამოქვეყნება – 15 სექტემბერს.

უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ გისურვებთ წარმატებებს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური