GE

ყველაზე ლამაზი სკოლები მსოფლიოში

ამ შენობების მთავარი დანიშნულება ცოდნის მიღება და გაცემაა, თუმცა, ამასთან, გამოირჩევიან ლამაზი არქიტექტურითაც. ჯონათან გლენსი მოგვითხრობს რამდენიმე მომაჯადოვებელ ადგილზე, სადაც შეგვიძლია ცოდნა მივიღოთ.

ნოემბერში ლონდონში ვიზიტისას, „მსოფლიო პედაგოგის“ დაჯილდოების ლაურეატმა, ამერიკელმა ნენსი ატველმა, შეშფოთება გამოთქვა: „ბავშვთა განათლება თანდათან უფრო მეტად ემსგავსება გამოცდას, ვიდრე სწავლებას.“ არტველი, რომელმაც დაჯილდოვების ცერემონიალზე 127 ქვეყნის 5 000 ნომინანტს შორის გაიმარჯვა, მიიჩნევს, რომ სასწავლო აუდიტორია უნდა იყოს „სიბრძნისა და ბედნიერების“ კერა და არა სტრესისა და წარუმატებლობის შიშის ადგილი. არტველის სიტყვებს ყველა პერიოდის განმანათლებლები დიდი სიამოვნებით დაეთანხმებოდნენ და „სიბრძნესა და ბედნიერებას“ „სილამაზესაც“ დაუმატებდნენ.

A2EFNJ South Front of Stowe School Buckinghamshire England UK. Image shot 2006. Exact date unknown.

A2EFNJ South Front of Stowe School Buckinghamshire England UK. Image shot 2006. Exact date unknown.

სთოვი, რომელიც ბუკინგჰემშირში მდებარეობს, უდავოდ წარმოადგენს მსოფლიოში ულამაზეს სკოლას. იგი 1923 წელს დაარსდა ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე რომატიკულ მამულში, რომელსაც, იმ პერიოდისათვის, დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა. არქიტექტორ ქლოი ვილიამ-ელისის თაოსნობითა და დიდი ძალისხმევის ფასად, მამული გადარჩა და სკოლად გადაკეთდა. სთოვის დამფუძნებელი დირექტორის, ჯონ ფერგიუსონ როქსბურგის, ხედვით, ეს იქნებოდა სკოლა, სადაც ყველა მოსწავლე „საკუთარი თვალით იხილავდა სილამაზეს და ეცოდინებოდა მისი ფასი მთელი ცხოვრების მანძილზე“. მართლაც, სთოვის მოსწავლეები ყოველდღიურად იყვნენ გარშემორტყმული სილამაზით: კეფებილითი ბრაუნის დიზაინით გაფორმებული, საჯინიბოებიანი და დეკორატიულ-მონუმენტებიანი ლანდშაფტური ბაღებიდან დაწყებული, მე-18 საუკუნის ინგლისელი არქიტექტორების (მათ შორის: ჯონ ვენბრუ, უილიამ კენტი, რობერტ ადამი, ჯონ სოანე) კლასიკური ნაგებობების პანთეონით დასრულებული. 1989 წლიდან, სთოვის ბაღების მოვლას National Trust ახორციელებს, ხოლო რიკ მაზერის არქიტექტორების მიერ გოგონათა ახლადაშენებული საერთო საცხოვრებელი  სთოვის ულამაზეს კომპლექსს იდეალურად შეერწყა.

p037y4kq.jpg 2 სკოლა

განათლების ლაგუნა

ყველა სკოლა ვერ იქნება სთოვი – ინგლისური საჯარო სკოლა და პრესტიჟული ადგილი, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სილამაზე ნაკლებად პრივილეგირებულ ადგილზე არ გვხვდება. რომელი სკოლა შეიძლება იყოს იმაზე განსაკუთრებული, ვიდრე ნიგერიის ქალაქ ლაგოსის სანაპიროს სიახლოვეს, წყლის ბორანზე გაშენებული ქოხმახებიანი დასახლების, მაკოკოს, მოტივტივე სკოლა?! ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა ფირმამ (NLE), ნიგერიელი კუნლე ადეიემის, ხელმძღვანელობით შექმნა მარტივი, თუმცა გასაოცრად ლამაზი ხის სკოლა, ლაგუნაში მოტივტივე სახლებს შორის.

მაკოკო უღარიბესი ადგილია. 90 წლის წინ, სთოვის მსგავსად, მასაც ელოდა დანგრევის საფრთხე, რადგან პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები დასახლებას არალეგალურად მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც სკოლამ მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანის მოხიბვლა შეძლო, თანდათან, ბევრი ნიგერიელისათვის მაკოკო საამაყო გახდა. NLE-მ არა მხოლოდ განათლება მოუტანა მაკოკოს ბავშვებს, არამედ ქალაქს სიამაყე და ახალი სილამაზე შეჰმატა.

არქიტექტურული სილამაზე, აუცილებელთან ერთად, ჩვეულებრივი მოვლენაც იყო ადრეული განათლების მესვეურთათვის, განსაკუთრებით კი იქ, სადაც სულიერი და აკადემიური განათლება სინონიმებად აღიქმებოდა. ოქსფორდისა და კემბრიჯის შუა საუკუნეების კოლეჯების სილამაზე და პრაქტიკულობა არა მხოლოდ საუკუნეებმა გამოსცადა, არამედ, მსოფლიო მასშტაბით უნივერსიტეტების დიზაინის ინსპირაციაც გახდა.

C22RME Nice image of Magdelen College in Oxford

C22RME Nice image of Magdelen College in Oxford

წიგნების თაროები

სტუდენტების ნაწილი ოქსფორდში მდებარე მაგდალენის კოლეჯზე არჩევანს როგორც მისი სილამაზის, ასევე მეცნიერული მიზეზების გამო თანაბრად აკეთებს. კოლეჯის სილამაზეს წარმოადგენს უილიამ ორკარდის მიერ შექმნილ შუასაუკუნოვანი მონასტერი და კოშკი, რასაც მოგივიანებით, მდინარე ისისის ნაპირებზე, პალადიური და ვიქტორიანული მონუმენტები და ირმების ლეგენდარული პარკი დაემატა.

ალბათ არცაა გასაკვირი, რომ მაგდალენის ბიბლიოთეკას გააჩნია არქიტექტურული წიგნების შესანიშნავი კოლექცია. მათ შორისაა, ქრისტეშობამდე პირველი საუკუნით დათარიღებული „Vitruvius’s De Architectura“-ის პირველი, 1649 წლის ჰოლანდიური გამოცემა, რომელიც არქიტექტორებს ახსენებს  მათ უპირველეს მოვალეობას, ააშენონ მყარი, პრაქტიკული და ესთეტიკური ნაგებობები.

CN75HD Library at Trinity College, Dublin - The Long Room

CN75HD Library at Trinity College, Dublin – The Long Room

ყველაზე გამორჩეული სასწავლო დაწესებულებები ყოველთვის უკავშირდება წიგნებს. დუბლინის სამების კოლეჯის ძველი ბიბლიოთეკის გრძელ ოთახში ხეტიალი წიგნიერებისა და არქიტექტურის სრული ეპიფანიაა. ოთახი 65 მეტრის სიგრძისაა, მთლიანად ხითაა მოპირკეთებული და ჩამოჰგავს გიგანტური  კასრსის მსგავს საცავს, რომელიც 1860 წლიდან სავსეა ფილოსოფოსებისა და ლიტერატურული ლეგენდების ბიუსტებს შორის განთავსებული ტყავისყდიანი წიგნების მზარდი კოლექციით.

ტომას ბერგის — სამხედრო ინჟინერის, პოლკოვნიკის, სამხედრო პოლიციელისა და არქიტექტორის, დიზაინით აშენებული ეს ბიბლიოთეკა, 1732 წელს დასრულდა და ქალაქის ყველაზე დიდ და ცივილიზებულ ნაგებობად იქცა  მისი წიგნების, ლირიული არქიტექტურისა და მრავალი აკადემიური მიღწევის გამო.

p037y50v.jpg 5 სკოლამონასტრები და ციხედარბაზები

საუნივერსიტეტო არქიტექტურა, იქნება ეს კათოლიკური თუ კლასიკური, ჩრდილო აფრიკული, ახლო აღმოსავლეთური, თუ აბრეშუმის გზის, მონასტრებისა და ციხე-დარბაზების ინსპირაციით განვითარდა. აღნიშნული შენობები ყოველთვის გამოირჩეოდა სიმშვიდით, სიმყუდროვით და წერის, კვლევისა და წიგნებთან მუშაობისათვის სათანადო გარემოთი.

ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დახვეწილი სასწავლებელი – კრიფსის ქალთალიბერალური კოლეჯია, რომელიც 1926 წელს, 89 წლის ელენ ბროვნინგ კრიფსის მიერ,  კლარმონტში დაარსდა (ლოს ანჯელესიდან აღმოსავლეთით. 56 კილომეტრში). კლარმონტი პატარა ქალაქია და ცნობილია, როგორც „ხეებისა და მეცნიერ-დოქტორების“ ქალაქი. ესპანური კოლონისტურ-მისიონერული სტილის არქიტექტურა მყუდროა და იდეალურად შეესაბამება როგორც კალიფორნიულ კლიმატს, ასევე კოლეჯს გარშემორტყმულ სან გებრიელის მთებს. კომპლექსი მოიცავს მონასტრული სტილის სხდომის დარბაზს, რომელიც ბლანჩ ჰოლის ნაწილია და მისი დიზაინი ლოს ანჯელესელ არქიტექტორებს, სამნერ ჰანტსა და საილას რ. ბარნს, ეკუთვნით. აღნიშნული დიზაინი სრულად შეესაბამება ნენსი ატველის ეპითეტს – „სიბრძნე და ბედნიერება“. კოლეჯი მართლაც თვალწარმტაცია.

თუ მაგდალენის, სამებისა და კრიფსის კოლეჯები განსაკუთრებული ადგილებია, რომელთა  დაარსება და მშენებლობა დიდძალ ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ამასთან მოიცავდა სკოლებისა და უნივერსიტეტების ფართო კომპლექტს, უახლოეს წლებში აშენებული ზოგიერთი უნივერსიტეტი მაგალითია იმისა, რომ ლამაზი შენობა შესაძლებელია აშენდეს დაბალი ბიუჯეტით და  ნებისმიერ ადგილზე. ასეთ უნივერსიტეტებს მიეკუთვნება: ლევ რუდნევის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1953 წ.) და ლუსანის როლექსის სასწავლო ცენტრი (2010), რომელის დიზაინიც იაპონელ არქიტექტორს – სანას ეკუთვნის.

C8GX47 Lausanne, university, Switzerland, Europe, canton, Vaud, Rolex, Learning centre, building, construction, building, architecture,

C8GX47 Lausanne, university, Switzerland, Europe, canton, Vaud, Rolex, Learning centre, building, construction, building, architecture,

ახალი თაობები

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ინგლისის ჰერტფორდშირის საგრაფოს საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, მომხდარიყო სკოლების დაუყონებლივი და სწრაფი მშენებლობა. ადგილობრივი გავლენიანი არქიტექტორების, სტირატ ჯონსონ-მარშალისა და დევიდ და მარი მედების დიზაინითა და კონცეფციით დაპროექტებული მსუბუქწონიანი რკინის კონსტრუქციების მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო ნათელ, აირაციულ, ფართო საკლასო ოთახებსა და სხვა დანიშნულების აუდიტორიებზე, რაც უზრუვენლყოფდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების კეთიდღეობასა და კომფორტს. ზოგიერთ სკოლას ჰენრი მურის მიერ შექმნილი სკულპტურებიც ამშვენებდა. ეს გახლდათ სიტუაციას მორგებული, ალტრუისტული დიზაინი, რომელიც შეიქმნა მაშინ, როცა ბრიტანეთს რესურსი არ გააჩნდა და სრული ბანკროტი იყო.

დღეს, არქიტექტორთა ნაწილი ცდილობს, ახალი თაობის ბრიტანულ სკოლებში გამოიტანოს ალტრუისტული კონცეფციის სული. ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დაბალ-ბიუჯეტიანი ჰაკნის ახალი სკოლა (არქიტექტორი: ჰენლი ჰალბროუნ რორისონი), ქალაქის ცენტრში, ინდუსტრიულ შენობებს შორის, პატარა სიცრცეში „ჩაკვეხებული“ სკოლაა. აღნიშნული სკოლა ვერც ომის შემდგომ აშენებულ ჰერტფორშირის სკოლებს შეედრება ტევადობით და ვერც სთოვს – სილამაზით, თუმცა იგი მაქსიმალურად ოპტიმალურად იყენებს შიდა სივრცეს, არ გააჩნია „ცივი“ კორიდორები და თავისი სიმყუდროვითა და სიმშვიდით, გამოწვევას უცხადებს ბევრ სკოლასა თუ აკადემიურ სასწავლებელს, რომლებიც, კომფორტულობის მიზნით, საოფისე შენობებს და ქარხნებს დაემსგავსნენ.

BE63PA Elementary school children in the modern playground of the private-religious Druk White Lotus School, Shey, Ladakh, India

BE63PA Elementary school children in the modern playground of the private-religious Druk White Lotus School, Shey, Ladakh, India

დრუის თეთრი ლოტუსის სკოლა – ძალზედ განსხვავებული, ინოვაციური, ულამაზესი – ესაა სკოლა ინდოეთში, ლადახის მაღალმთიან რეგიონში. არუპ ესოშიეტის და ოვი არუპ პარტნერსის დიზაინით შექმნილი სკოლის აშენებას 15 წელი დასჭირდა. ადგილობრივი მთიანი სოფლების ბავშვების გაზრდილი კონტიგენტის მისაღებად, სკოლა ეტაპობრივად სწრაფად ფართოვდებოდა, რამდენადაც ამის საშუალებას ფინანსები და რთული კლიმატური გარემო პირობები იძლეოდა. პროექტის მთავარი მიზანს ჰიმალაის რეგიონში მცხოვრები  ბავშვებისათვის თანამედროვე განათლების ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ, შეერწყმებოდა ბუდისტურ-ტიბეტურ კულტურას. სკოლა ნამდვილად წარმოადგენს სიბრძნის, ბედნიერებისა და სილამაზის კერას.

როდესაც სკოლის ან კოლეჯის დიზაინზე ვსაუბრობთ, მთავარი კრიტერიუმია არა მისი ღირებულება, არამედ მისადმი შემოქმედებითი ხედვა, ხოლო უპირველესი ამოცანას კი, რაღა თქმა უნდა, სწავლისა და განვითარებისათვის  ოპტიმალური ადგილის შექმნა წარმოადგენს.

მსოფლიოს საუკეთესო სკოლები, სად მდებარეობს და რა ღირს იქ სწავლა

მსოფლიოს ყველაზე უცნაური და უჩვეულო სასწავლო დაწესებულებები

უჩვეულო გაკვეთილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

წყარო: bbc.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური