GE

12 დეკემბერი, 2022

ზამთრის არდადეგების ვადები სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის ცნობილია

2022-2023 სასწავლო წლისთვის, საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება, 2022 წლის ბოლო სასწავლო დღე 29 დეკემბერი იქნება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, სკოლებში სწავლის დაწყების და სეზონური არდადეგების განრიგი მინისტრის შესაბამისი ბრძანებით არის დადგენილი, რომლის შესაბამისად, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გრძელდება. ვინაიდან წელს 14 და 15 იანვარი შაბათი და კვირაა, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 16 იანვარს, ორშაბათს განახლდება.

რაც შეეხება საჯარო ბაგა-ბაღებს, როგორც EDU.ARIS.GE-ს დედაქალაქის ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სააღმზრდელო პროცესი 29 დეკემბრის ჩათვლით გასტანს, ხოლო ზამთრის არდედეგებიდან აღსაზრდელები ბაღში 16 იანვარს დაბრუნდებიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ კერძო სკოლები და საბავშვო ბაგა-ბაღები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ

ასევე იხილეთ:

„განათლების იდეალური ხარისხიც რომ გვქონდეს, რეპეტიტორთა სისტემა მაინც იარსებებს“ – შალვა ტაბატაძე

„ჩვენი მიზანია, რომ რეპეტიტორები საჭირო აღარ იყვნენ“ – განათლების მინისტრის პასუხი დეპუტატს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური