GE
30 სექტემბერი, 2019 17:58

2019-2020 სასწავლო წლის დაწყება სკოლა-ლიცეუმ “ცოდნაში” ღონისძიებით აღნიშნეს

2019-2020 სასწავლო წლის დაწყება სკოლა-ლიცეუმ “ცოდნაში” ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა, ნაზი ნადირაძემ, პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სკოლის პედაგოიურმა კოლექტივმა თავის ნოვატორ, კომუნიკაბელურ, მზრუნველ და გამორჩეულ დირექტორს მადლობის სიგელი გადასცა.

2019-2020 სასწავლო წელი, მართლაც, წარმატებით დაიწყო. სკოლის მასწავლებლებს ირინა დოლიძეს და თამარ მაღრაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, რუსუდან ფარეხელაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. სკოლა ულოცავს მასწავლებლებს სტატუსის მინიჭებას და წარმატებებს უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა