2020-2021 სასწავლო წლის კომაროვის შაბათის სკოლის მოსწავლეების რეგისტრაცია 3 აგვისტოს დაიწყება
კომაროვში 2020-2021 სასწავლო წლის შაბათის სკოლის მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყება 3 აგვისტოს 13:00 საათიდან. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, შაბათის სკოლის სარეგისტრაციო გუნდის დახმარებით.
სკოლის ინფორმაციით, 31 ივლისს, 1-ლ და 2 აგვისტოს მხოლოდ იმ მოსწავლეებისათვის, რომლებმაც დაასრულეს 2019-20 სასწავლო წლის მესამე მოდული, შესაძლებელი იქნება მობილობა (სხვა ჯგუფში გადაყვანა) როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
ასევე, 31 ივლისს, 1-ლ და 2 აგვისტოს მხოლოდ იმ მოსწავლეების მშობლებს, რომლებმაც დაასრულეს 2019-20 სასწავლო წლის მესამე მოდული, შესაძლებლობა ექნებათ დაარეგისტრირონ მოსწავლეების დები და ძმები. ამ სამ დღეს დედმამისშვილების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ სკოლაში.
იგულისხმება, რომ ამ სამ დღეს 31 ივლისს, 1-ლ და 2 აგვისტოს შესაძლებელია მხოლოდ ამჟამინდელი მოსწავლეების მობილობა (სურვილის შემთხვევაში) და ამჟამინდელი მოსწავლეების დედმამისშვილების რეგისტრაცია.
3 აგვისტოდან ყველა მსურველს, შაბათის სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებსაც და სხვა მსურველებსაც შეეძლება რეგისტრაცია და მობილობა ჩვეულებრივ რეჟიმში.
როგორც სკოლაში აცხადებენ, შაბათის სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებს, ნებისმიერ შემთხვევაში, განახორციელებენ თუ არა მობილობას, პირველი მოდულის საფასურის არგადახდის შემთხვევაშიც, ადგილები ენახებათ 1-ლ სექტემბრამდე.
დაწვრილებით ინფორმაციას სკოლა გამოაქვეყნებს რეგისტრაციის ბმულთან ერთად.
შაბათის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.