21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა – საინფორმაციო შეხვედრა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ ჩატარდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ონლაინ საინფრომაციო შეხვედრა ტყის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სკოლის ეკოკლუბის წევრები, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის დაინტერესებული მოსწავლეები.
მოსწავლეებს მოხსენება წარუდგინა საქართველოში ტყეების შესახებ არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილმა.
გამწვანების მნიშვნელობისა და ურბანული მეტყევეობის შესახებ ისაუბრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ყარსიმაშვილმა.
მოზარდებში შეხვედრამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და გამოთქვეს სურვილი შემდგომი თანამშრომლობისა.