51-ე საჯარო სკოლაში ევროპული დღეები გაიმართა
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში, ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პროექტში ჩართული იყო უცხო ენების კათედრა, კერძოდ: ფრანგულის, გერმანულის ინგლისურის პედაგოგები და მათი მოსწავლეები.
ღონისძიების ფარგლებში აქტივობები მოეწყო სკოლის რამდენიმე სივრცეში: ეზოში წარმოდგენილი იყო ფრანგული სამზარეულო, „კინოკლუბის“ ინიციატივით სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ევროპულ კინოსთან დაკავშირებით, საერთაშორისო ფესტივალებზე და ქართული კინოს მიღწევებზე საერთაშორისო ასპარეზზე, გერმანულის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად გააკეთეს პრეზენტაცია სახელწოდებით „გერმანული კვალი ქართულ კულტურაზე“, სააქტო დარბაზში ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის კულტურის ამსახველი კუთხეები იყო წარმოდგენილი, ღონისძიება დასრულდა უილიამ შექსპირისადმი მიძღვნილი სპექტაკლით „შექსპირი 455“. ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლების თქმით – „ევროპული დღეების ფარგლებში თბილისის #51 საჯარო სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც მიეძღვნა საფრანგეთს, გერმანიასა და ინგლისს. აღნიშნული დღე წარმოადგენდა ახალგაზრდა მოსწავლეებთან შეხვედრის საშუალებას ფრანგული ენის შესწავლის წასახალისებლად. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობებში და გამოიჩინეს ცნობისმოყვარეობა საფრანგეთის გასაცნობად. ეს იყო აკადემიურად მაღალი დონის ღონისძიებების ნაკრები“.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს ქვეყნების საელჩოებმა – გერმანიის საელჩო, დიდი ბრიტანეთის საელჩო, საფრანგეთის საელჩო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ფონდებმა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, გოეთეს ინსტიტუტმა, „DAAD“გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა, „GIZ“გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა, ფრდირიხ ებერტის ფონდმა, ფრანგულმა ინსტიტუტი, საზოგადოებრივმა კოლეჯებმა – „მერმისი“, „იკაროსი“, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, რომლებმაც წარმოადგინეს თემატიკასთან ასახული გამოფენები.