„აბა, გავუთბოთ ერთმანეთს გულები?!“ – მხიარული მისალმების აქტივობა მასწავლებლისგან
„აბა, გავუთბოთ ერთმანეთს გულები?!“ – დაგვეთანხმებით, რომ ეს სიტყვები ნებისმიერი გაკვეთილის საუკეთესო დასაწყისია.
მეგობრობის, სიყვარულის, ნდობისა და მიმღებლობის სწავლება განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის. ამ გამოწვევას მეგა სკოლის პედაგოგმა ირინა ფუტკარაძემ საკუთარი აქტივობით უპასუხა მის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 16 ოქტომბერს უამბო.
ირინა მასწავლებლის მონათხრობით მისი აქტივობა სახელწოდებით – „აბა, გავუთბოთ ერთმანეთს გულები?!“ სასკოლო პრაქტიკაში ეფექტურად მუშაობს და ამის შედეგები სასწავლო წლის დაწყების პირველივე კვირაში დაინახა.
იხილეთ ფოტო:
აქტივობის ინსტრუქცია:
– დავჭრათ წყვილებად გულები, გავხადოთ წებოვანი, დავალაგოთ მაგიდაზე და მოსწავლეს ვთხოვოთ აირჩიოს საყვარელი ფერის გული. გვითხრას, რა უყვარს ყველაზე მეტად, რა არის მისი ჰობი/ინტერესები და შემდეგ მსგავსი ფერის გული დააკრას ერთ-ერთ მეგობარს. ამის შემდეგ მეწყვილე გვესაუბრება თავის თავზე. ორივე ერთმანეთს გადაეხვევა, ისე რომ გულზე დაკრული გულები ერთდება. კლასში მხიარული ატმოსფერო იქმნება და უფრო პოზიტიურად გრძელდება საგაკვეთილო პროცესი.
ასევე იხილეთ:
როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ
ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი – სპეციალისტი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ
-
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე ოლიმპიადა „მოაზროვნის“ საბაზო საფეხურის გამარჯვებულია by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში ბიოლოგიის კლუბმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ოლიმპიადაში – GENIUS Olympiad მონაწილეობენ by სკოლა პოლიგლოტი

