GE
19 დეკემბერი, 2024 11:08

ამბავი მეგობრობის შესახებ – „ჩვენი ბედნიერი საფოსტო ყუთი“

როცა სკოლის მერხთან მჯდომ მოსწავლეს სახეზე სიყვარულის, იმედისა და ბედნიერების ღიმილი დასთამაშებს, ამაში მასწავლებლის დამსახურება დიდია.

ბავშვები გულწრფელები და მადლიერების გრძნობით უხვად დაჯილდოებული პიროვნებები არიან, მათი კეთილგანწყობის მოპოვება მარტივია, მაგრამ შენარჩუნება საკმაოდ რთული.

ამ საკითხისადმი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იჩენს დაწყებითი კლასების პედაგოგი, ანა კაპანაძე, რომელიც EDU.ARIS.GE-სთან დღეს,19 დეკემბერს საუბრობს.

ანი გვიამბობს იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც მოსწავლეთა კეთილგანწყობისა და მეგობრობის შესანარჩუნებლად, საკლასო ოთახში თავად იყენებს.

ჩამოტვირთეთ რესურსი:

„ჩვენი ბედნიერი საფოსტო ყუთი“

„კლასში გვაქვს საფოსტო ყუთი, რომელიც ბედნიერია! მოსწავლეებმა იციან, რომ ყოველ კვირის დაწყებისას პოზიტიური წერილი დახვდებათ თავადაც და მეც. ბედნიერი საფოსტო ყუთის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დადებითი, პოზიტიური და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ სიყვარულს და ყუთში კეთილ სურვილებს ვაგდებთ. ბავშვებს მასწავლებლის კეთილი სურვილები მთელი კვირა აბედნიერებთ. მათ იციან, რომ მათ გვერდით ერთგული მეგობარი ჰყავთ“, – აგვიხსნა ანი მასწავლებელმა.

ასევე იხილეთ:

„კლასში შემოდით ღიმილითა და ცეკვით!“ – თხოვნა, რომელიც დამრიგებელმა მხიარულ გამოწვევად აქცია

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში