„ამოუბეჭდეთ შვილს და ერთად იმუშავეთ“ – საბავშვო მოთხრობა სააზროვნო კითხვებით – რესურსი მშობლებისთვის გამოცდილი სპეციალისტისგან
„თუ გინდათ, თქვენი შვილი ბევრად უფრო დადინჯებული იყოს და მაღალ სააზროვნო უნარებზეც მარტივად გავიდეს, ეს დავალებად მიეცით. მისი გონების შესაძლებლობებსაც შეამოწმებთ და მალევე ნახავთ შედეგს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ქალაქ ქუთაისის, ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებელი, ქართულის სპეციალიტი, მათიკო კოჩაძე და მშობლებს საბავშვო მოთხრობას, როგორც სასწავლო რესურსს, ისე უზიარებს.
პედაგოგის თქმით, ეს მოთხრობა სააზროვნო კითხვებით, მშობლებმა შვილთან ერთად უნდა წაიკითხონ. სასურველია მშვიდ გარემოში – ბუნებაში, რადგან ჰაერზე ყოფნა უფრო ამძაფრებს ემოციას, ერთიანდება, ბუნება, მშობელი და ბავშვი.
იხილეთ და ამობეჭდეთ მოთხრობა:
„სიკეთე“ – საბავშვო მოთხობა (სააზროვნო კითხვებით)
როგორ გაიგოს მშობელმა მიღებული პასუხებით, თუ რა შედეგი აჩვენა მოსწავლემ:
„თუკი მოსწავლე ამ კითხვების უმრავლესობას უპასუხებს, დაახასიათებს ნაწარმოების გმირებს, შეაფასებს მათ საქციელს, დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, გამოკვეთს პრობლემას და იპოვის მისი გადაჭრის გზებს, მშობელმა უნდა ჩათვალოს, რომ მისი შვილი სააზროვნო უნარ-ჩვევების ნაკლებობას არ უჩივის. ან პირიქით, ახასიათებს პერსონაჟებს, მაგრამ უჭირს მათი საქციელის შეფასება, უფროსის ფასილიტაციის გარეშე ვერ გამოკვეთავს პრობლემას, ვერ საუბრობს გადაჭრის გზებზე, მაშინ, მას აქვს სააზროვნო უნარ-ჩვევების ნაკლებობა და მეტი უნდა იმუშაონ ამ კუთხით“, – ამბობს მათიკო კოჩაძე.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS