ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მე-11 საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის მოსწავლე საპატიო სიგელის მფლობელი გახდა
ტაილანდის კუნძულ ფჰუკეტზე გამართულ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მე-11 საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა საპატიო სიგელი მოიპოვეს. მსგავს ოლიმპიადაში მონაწლეობა საქართველოს ნაკრები გუნდისთვის პირველი წარმატებაა.
საპატიო სიგელის მფლობელი გიორგი გრიგოლია კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #199 სკოლის, ხოლო ზურაბ ჯაში ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის ქალაქ თბილისის #42-ე სკოლის მოსწავლეა.
მნიშვნელოვანია, გუნდის დანარჩენი ორი წევრის – კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199 სკოლის მოსწავლის გიორგი პატაშურისა და ვეკუას სკოლის მოსწავლის ლუკა ხიზანიშვილის წარმატება, რომლებიც დაჯილდოებისთვის მინიმალური ქულის ზღვარს მცირედ ჩამორჩნენ.
ქართველი მოსწავლეების ოლიმპიადაზე გამგზავრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა